ნინო ლომჯარია: პანდემიის დროს დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა
გაზიარება
გაზიარება
ნინო ლომჯარიამ მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობა შეაფასა.
ომბუდსმენის განცხადებით, 2020 წელს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ფაქტები გამოვლინდა როგორც დასაქმების ადგილას, ასევე სამედიცინო მომსახურებისას გაწევისას. ამასთან, უარყოფითი ტენდენციის სახით გამოკვეთილია სექსისტური გამონათქვამების სიმრავლე პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.
“პანდემიის პირობებში დამძიმდა იმ ქალების მდგომარეობა, რომელთა შემოსავლის წყაროს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გაიზარდა ქალთა მიერ გაწეული ოჯახზე ზრუნვის აუნაზღაურებელი ტვირთი, რაც უკავშირდება საბავშვო ბაღების და სკოლების დახურვას და გადატვირთულ სამედიცინო სერვისებს”, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, კვლავ დაბალია ინფორმირებულობის დონე ქალთა მიმართ. ასევე, განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ.