დეკემბერში მოსკოვში "ქართული კულტურის დღეები" გაიმართება
მოსკოვში “ქართული კულტურის დღეები” გაიმართება
კონფერენციები მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხზე, ასევე, კულტურული ღონისძიებები – გამოფენები, ლექციები, ქართული კულინარიის მასტერკლასები და ა.შ. – 11-დან 13 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში “ქართული კულტურის დღეების” ჩატარება იგეგმება. ორგანიზატორი რუსეთში შექმნილი ორგანიზაციაა – “ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში.”
ქართული კულტურის დღეები საკონცერტო დარბაზ “კოსმოსში” დასრულდება – განცხადების მიხედვით, კონცერში მონაწილეობას ქართული წარმოშობის შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ.
ორგანიზაციის ცნობით, დეტალურ ინფორმაციას 1-ლი დეკემბრიდან საკუთარ ტელეგრამზე გამოაქვეყნებენ.
● “გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა რუსეთ-უკრაინას შორის” – ილია II-ის მილოცვა რუსეთის პატრიარქს
● გამარჯვება ხერსონში. რა ელის უკრაინას და დაკარგავს თუ არა რუსეთი ყირიმს?
● “რომ გათენდება, ვამოწმებ, რა ხდება უკრაინაში, ამით ვცხოვრობ” — უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ნათესავების მონოლოგები
“რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის” პრეზიდენტი ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა.
ცეცხლაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოს შსს-ს აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა რუსეთში გააგრძელა. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მან 2015 წელს “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი” დააფუძნა. ამავე ვებ-გვერდის მიხედვით, ის “მოსკოვის მშვიდობის ფონდს” მედლით ჰყავს დაჯილდოებული – “რუსული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის”.
ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ იმასაც, რომ 2021 წლის 25 თებერვალს ცეცხლაძემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის თხოვნით მიმართა.