ერთ მშვენიერ დღეს პარკი ‘სახილი’ მოლბერტიანი ადამიანებით, სკოლის მოსწავლეებით, სტუდენტებითა და ჩვეულებრივი მხატვრებით გაივსო. ერთდროული ხატვის სეანსი საბილის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელდასხმით ჩატარდა.
სეანსი დილის 10 საათზე დაიწყო. მონაწილეები სამ ჯგუფად გაიყვნენ: სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დიდი მონდომებით აიტაცეს პატრიოტიზმის თემა; ხელოვნების აკადემიის სტუდენტები, რომლებსაც ‘ხოჯალის ტრაგედიის’ თემა დაევალათ, და არასამთავრობო ორგანიზაცია Arts Council Azerbaijan-ის მეთერთმეტე პლენერის მონაწილეები, რომლებიც ‘ბაქოური გაზაფხულს’ ხატავდნენ. ამ უკანასკნელ ჯგუფთან მიკედლება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, თუკი ტილო და საღებავები ექნებოდა.
მოქალაქეებს შანსი მიეცათ, ნახატების შექმნის პროცესი ენახათ და სასურველი ნამუშევრებიც შეეძინათ.
პლენერი – ბუნებრივი განათების პირობებში ობიექტების გამოსახვის მხატვრული ხერხი