მესტიაში შესვლა და გასვლა შეიზღუდა
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც 16 ადამიანს covid-19 დაუდგინდა, შესვლა და გასვლა აიკრძალა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც.
დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ბანკებს, აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებსა და კვების ღია ობიექტებს.
• NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს
• ერთჯერადი ფინანსური დახმარება ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის – მთავრობის სოციალური დახმარების მესამე ეტაპი
მუნიციპალიტეტში შესვლას და გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.
ამჟამად სვანეთში მყოფი ყველა ტურისტი კარანტინში განთავსდება.
ყველა ადამიანი, რომელიც დატოვებს მუნიციპალიტეტს, სავალდებულო საკარანტინე რეჟიმს გაივლის.
დღეიდან მესტიაში ფართო ტესტირება დაიწყება. სვანეთში უკვე მუშაობს ეპიდემიოლოგთა 5 ჯგუფი. მე-6 ჯგუფი კი მესტიაში ხვალ გაემგზავრება.