აფხაზეთი განიცდის შიდა პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც შერწყმულია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების კრიზისთან და ამაში ცენტრალური ხელისუფლება ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს ადანაშაულებს. სამთავრობო ანონიმური ტელეგრამ-არხები აქტიურად ცდილობენ არასასურველი აქტივისტებისთვის შიდა მტრის – უცხოური აგენტის იმიჯის შექმნას.
ხელისუფლების მსგავს მეთოდებზე საუბრობს აფხაზი რეჟისორი და პოპულარული ბლოგერი თენგიზ ჯოპუა.
რასაც მათ ასწავლიდნენ – მასების კონტროლს – საბჭოთა სისტემაში, არის ის, რასაც ახლა ქადაგებენ. შიში, თვალთმაქცობა და ღალატი, დენონსაცია და ტირანია. მონები ამრავლებენ ახალ მონებს. ამიტომაც სძულთ ჩვენი ახალგაზრდობა. ისინი ხომ ზედმეტად თავისუფლად მოაზროვნეები არიან.
მათ დამპალ თავებში გაფუჭებული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფობიების გარდა არაფერია.
ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძველი ნომენკლატურული სიბინძურე, რომელიც უშნო ხელით არის მიბჯენილი ჩვენი შვილების ყელზე და დავიწყოთ ადამიანურად ცხოვრება.