“საქსტატის” ინფორმაციით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ 5 თვეში 5.4%-ით შემცირდა.
“კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში,”- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
16.1%-ით შემცირდა ექსპორტიც.
ყველაზე დიდი კლება ტურიზმის სექტორში დაფიქსირდა – 2020 წლის პირველ 5 თვეში ტურისტების რაოდენობა 94%-ით შემცირდა და ქვეყანაში მხოლოდ 36 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, მაშინ, როცა გასული წლის ამავე პერიოდში მათი რაოდენობა 618 ათასს აღემატებოდა.
შემცირდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავალიც.
2020 წლის პირველ კვარტალში 42%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საქართველოში მხოლოდ 165,4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა.
საქართველოს მთავრობა 2020 წელს 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით კი, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5 პროცენტით შემცირდება.