პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ლევან სამუშია “ლელოს“ შეუერთდა.
„ლელოს“ ახალი წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს წარადგინა.
„მადლობა უკვე ჩემს გუნდს, რომელიც არის ახალი სიტყვა, ახალი ძალა ქართულ პოლიტიკაში. იმედი, რომელიც ესოდენ სჭირდება ქართულ პოლიტიკას და გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ადამიანის უფლებები, ადამიანი. ადამიანზე დამყარებული და ადამიანზე ორიენტირებულია ეს გუნდი,“ – განაცხადა წარდგენისას ლევან სამუშიამ.
ლევან სამუშია პროფესიით იურისტია.
მან “თავისუფალი დემოკრატები” 2020 წლის 3 აგვისტოს დატოვა.