ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 6640-ს მიაღწია. ამ დრომდე ეს დღიური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გარდაცვლილია 40 ადამიანი, გამოჯანმრთელებული – 3419. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება.