კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა საქართველოში. 244-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კვლავ რეკორდულად ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან და წინა დღესთან შედარებით 244-ით მეტია.
ბოლო დღე-ღამეში 6 ადამიანი გარდაიცვალა.
გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი.
სულ დადასტურებულია 22 803 შემთხვევა აქედან: გარდაცვლილი – 178 აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 13224 გამოჯანმრთელებული – 9401
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
თბილისში 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.