თანამშრომლობა ახალი სპორტული მიღწევებისთვის - "კოკა-კოლა" და "არენა" პატრნიორები გახდნენ
„კოკა-კოლა“ არის კომპანია, რომელსაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების სპონსორობაში უამრავი ფული, ადამიანური რესურსი და ენთუზიაზმი აქვს დახარჯული.
2021 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელი, როგორც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების წარმდგენის, კიდევ უფრო ხშირად გვესმის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, კომპანია ოფიციალურად გახდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერი.
აგვისტოში კომპანიამ კიდევ ერთ პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, ამჯერად სპორტულ კომპლექს „არენასთან“.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სამოყვარულო, ასევე მაღალი მიღწევების დონეზე.
მემორანდუმს ხელი სპორტული კომპლექსი “არენას” მფლობელმა, გურამ გოგოლაძემ და “კოკა-კოლას” პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ მოაწერეს.
“არენა” 2012 წლიდან ფუნქციონირებს და აქ მრავალი სპორტული ობიექტია თავმოყრილი. ეს არის სივრცე, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას ივარჯიშონ შესაბამის პირობებში, პროფესიულ სივრცეში. “არენა” ერთგვარი ჰაბია ქართული სპორტისთვის, მასპინძლობს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების საქართველოს პირველობებს და ა.შ.
„ჩვენი მიზანია სპორტულ სულისკვეთება გავაღვიძოთ ადამიანებში, სპორტული ჟინი შევძინოთ მოქალაქეებს. სპორტი ადამიანებს აკეთილშობილებს, ასწავლის მათ დისციპლინას, ჯანსაღ ცხოვრებას, ზრდის ცხოვრებისადმი ინტერესს; ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ არამხოლოდ პროფესიულ, ასევე სამოყვარულო დონეზე სპორტის განვითარებას. ამიტომ “კოკა-კოლა” ყოველთვის იქნება ის, სადაც იქნება ქართული სპორტი“, – ამბობს თემურ ჭყონია.
რა აკავშირებს სპორტს კოკა-კოლასთან?
კომპანია “კოკა-კოლა” ათწლეულების განმავლობაში იყო მსოფლიოს ყველა დონის სპორტულ ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი – ოლიმპიური თამაშებიდან დაწყებული, სამოყვარულო ღონისძიებებით დამთავრებული.
ოლიმპიური თამაშებზე, “კოკა-კოლა” როგორც სპონსორი, პირველად 1928 წელს გამოჩნდა. მაშინ, ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე, ამერიკის ნაკრებმა ევროპაში 1000 ყუთი კოკა-კოლა ჩაიტანა. თითო ყუთში ექვსი ბოთლი იდო. ასე გაიცნო ნიდერლანდელმა მომხმარებელმა კოკა-კოლას გამაგრილებელი გემო.
ამის შემდეგ სასმელი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდებოდა ევროპაში და “კოკა-კოლაც” არაერთ სპორტული ღონისძიების სპონსორი გამხდარა, თუმცა ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ კომპანიისთვის.
ამ ლეგენდარულ სტადიონთან დღეს “კოკა-კოლას” მუდმივი ექსპოზიცია დგას სახელწოდებით “ოთახი 1928“. ეს ექსპოზიცია გვახსენებს “კოკა-კოლას” ოლიმპიურ მემკვიდრეობას და ნიდერლანდების როლს ამ განსაკუთრებულ და ხანგრძლივ პარტნიორობაში.
ქართული კომპანია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“, რომელიც დიდი კოკას ოჯახის წევრია, ამ სპორტულ ტრადიციას აგრძელებს. „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ქართული სპორტის განსაკუთრებული ქომაგია და მუდმივად უთმობს სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს განსაკუთრებულ ყურადღებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ასპონსორებს არა მარტო საქართველოში ძალიან პოპულარულ ფეხბურთს და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, არამედ ისეთ სპორტის სახეობებს და სპორტსმენებს, რომლებსაც განსაკუთრებული თანადგომა და პოპულარიზაცია სჭირდებათ. მაგალითად, “კოკა-კოლა” პარაოლიმპიური თამაშების დიდი ქომაგია.