თუ მოქალაქე მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტრირებს ცხოველს, სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება
ცხოველთა რეგისტრაცია სავალდებულოა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია-კასტრაციას შეძლებენ.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს. მისივე თქმით, მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული, ჯარიმას ექვემდებარება, რომლის ოდენობა 20 ლარს შეადგენს.
● აფხაზეთის მაიმუნების საშენი 95 წლისაა. მითები და სინამდვილე ამ ლეგენდარულ ადგილზე
● საქართველოში ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2028 წლიდან ამოქმედდება
● სომხეთი: როგორ ეხმარებიან ადამიანები და ცხოველები ერთმანეთს
“ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას.
ადამიანებს შეუძლიათ ცხოველთან ერთად მობრძანდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც რეგისტრაციის საფასურია გადასახდელი 19 ლარის ოდენობით, სპეციალური ჩიპით ხდება ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება, რის შემდეგაც შეუძლიათ ცხოველი სრულიად უფასოდ გაასტერილონ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში.” – აცხადებს კობიაშვილი.
მისი განმარტებით, ამ კამპანიას სატესტო სახე აქვს და ერთი თვე იქნება გათვალისწინებული. შედეგებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაამართლებს ეს კამპანია, “ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ” თუ არა ასეთი აქცია.