ჯინ შაჰინი: ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვს, პატივი სცენ მათ ხმას
გაზიარება
გაზიარება
ჯინ შაჰინის მიმართვა
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი The Hill-თან ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ქმედებამ გამოიწვია შეშფოთება საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს “თავისუფალი და სამართლიანი” არჩევნები:
ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, რომ მათი ხმა გაიგონონ და პატივი სცენ – [ეს] არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს და მათ სერიოზულად მოეკიდება
გუშინ დილიდან ფინანსური პოლიცია სხვადასხვა ადამიანის სახლები გაჩხრიკა. მათ შორის, საგამოძიებო სამსახური შევიდა Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია “ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის” მკვლევრები არიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, “სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.”