JAMnews-ის ფოტოჟურნალისტის ფოტო ისტორია "ქოლგას" მოკლე სიაშია
გაზიარება
გაზიარება
„ქოლგა თბილისი 2025“-ის ფოტოკონკურსის მოკლე სიაში JAMnews-ის ფოტოჟურნალისტის, დავით ფიფიას ფოტოისტორიაც მოხვდა. ეს სერია პროევროპულ საპროტესტო აქციებს ასახავს და მთელი სიმძაფრით გადმოსცემს იმ დღეებს.
დავით ფიფია JAMnews-ის გუნდის წევრია დაარსების დღიდანვე. ამ ათი წლის განმავლობაში, მისი ფოტო და ვიდეომასალა ჩვენი ისტორიის ვიზუალური მეხსიერება გახდა.
დავით ფიფიას საკონკურსო ნამუშევრები:
ფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო” 2025 წლის 2 მაისიდან 6 მაისამდე უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს. ჩატარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. ფოტოკონკურსის გამარჯვებულები 2 მაისს დასახელდებიან.