IPSOS-ის კვლევა: ქართული ოცნება – 35%, ნაციონალური მოძრაობა – 30%
გაზიარება
გაზიარება
ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, კითხვაზე – შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე განაწილდა:
ქართული ოცნება – 35%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 30%
საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 9%
ევროპული საქართველო – 4%
ხალხისთვის – 4%
ლელო – 3%
მესამე ძალა – 3%
ლეიბორისტული პარტია – 3%
გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
დროა – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა პარტიები – 3%
კითხვაზე, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, შედეგები ასე განაწილდა:
● კახა კალაძე – 41% ● ნიკა მელია – 36% ● გიორგი გახარია – 13% ● ანა დოლიძე – 4% ● ანა ბიბილაშვილი – 2%
IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.
2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 64 მერს და საკრებულოს 2044 დეპუტატს.
ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ტარდება.
21 სექტემბერს, არჩევნებამდე 11 დღით ადრე, დმანისში, მხარდამჭერებთან შესახვედრად მისული ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი, 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავა.