"გირჩის" ინიციატივა: იარაღის ტარების უფლება დაუბრუნდეთ პირებს, ვისაც წარსულში ჰქონდათ
“გირჩის” ინიციატივა იარაღის ტარებაზე
“გირჩმა” კანონში “იარაღის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დღეს, 10 მარტს დაარეგისტრირა. პარტია ითხოვს იარაღის ტარების უფლება დაუბრუნდეთ პირებს, ვისაც წარსულში ჰქონდათ.
კანონპროექტის მიხედვით, იარაღის ტარების უფლება უნდა დაუბრუნდეს იმ პირებს, ვისაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დაკარგეს.
“გირჩის” განმარტებით, იარაღის ტარების უფლება უნდა მიენიჭოთ: ყოფილ პოლიციელებს, დაცვის სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე, ყოფილ მოსამართლეებს და პროკურორებს.
“ყველას გვესმის, რა საფრთხის წინაშე არის მთელი მსოფლიო ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ამ წუთას, საქართველოს მთავრობას, ჩვენთან რომ მოხდეს იგივე შემთხვევა, არ აქვს არც გაქცევის გეგმა, როგორ გავრბივართ, არც ბრძოლის გეგმა, როგორ ვიბრძვით”, – ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
მისივე განმარტებით, ადამიანებს, როგორც მინიმუმ, უნდა მიეცეთ თავდაცვის საშუალება, რომ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა, ისე მოემზადონ:
“უკრაინის წარმატება თუ რამეში მდგომარეობს მდგომარეობს, იმაში, რომ მან გააჩინა რწმენა რუს ჯარისკაცებში, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია და შეიძლება ყველა ჩემი მტერი იყოს. მთავარი დასაყრდენი ძალა მტერთან ომის პერიოდში უნდა იყოს რეალურად ჩვეულებრივი ხალხი და არა ჩვენი სამხედრო შეიარაღება.”
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
● მალე ქვეყანაში ორი “გირჩი” იქნება. ზურაბ ჯაფარიძე ახალ “გირჩს” აფუძნებს