”გადაწყვეტილება იწვევს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას” - მოსაზრება USAID-ის საქმიანობის აკრძალვის შესახებ აფხაზეთში
USAID-ის საქმიანობის აკრძალვა აფხაზეთში
აფხაზეთის „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორმა არდა ინალ-იპამ გამოთქვა მოსაზრება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის აკრძალვაზე აფხაზეთში. მისი თქმით, ეს არის „ანტიაფხაზური გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას“.
7 დეკემბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაამტკიცებს ახალ პროექტებს, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებულია USAID-ის მიერ.
- აფხაზეთში USAID-ის დაფინანსებული პროექტები აიკრძალა
- „აფხაზეთს არ სჭირდება საკავშირო სახელმწიფო რუსეთთან, მას სჭირდება აღიარება“ – დისკუსია, ვიდეო
არძინბამ ეს იმით ახსნა, რომ ჯერ ერთი, USAID-ის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი მიზნად ისახავს შექმნას „დიალოგის პლატფორმები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარების მიზნით“ და მეორე, იმით, რომ USAID-ის ვებგვერდზე აფხაზეთი განიხილება როგორც „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად“.
არდა ინალ-იპას კომენტარი:
„მინისტრი არძინბა დიდი ხანია მიზნად ისახავს არა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, არამედ იმას, რომ დაარწმუნოს ისინი, არ მიმართომ საერთაშორისო ფონდები აფხაზეთის აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. მისი მიზანია საერთაშორისო პარტნიორების მოწყვეტა და აფხაზეთის გარესამყაროსგან ჩამოშორება. მისი მიზანია გადააქციოს სოხუმი დახურულ ტერიტორიად.
ფაქტობრივად, ინალ არძინბა დიპლომატიით საერთოდ არ არის დაკავებული, პირიქით, იგი ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრების და მათი კოლეგების მიღწევებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებაში.
ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს: ჩვენს თვალწინ მიიღება ანტიაფხაზური გადაწყვეტილებები, რაც იწვევს აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას. ასეთი განკარგულებები მნიშვნელოვნად ართულებს აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოების ამოცანას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების იდეის ხელშეწყობა.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო