Freedom House-ის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო ყალიბდება ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად. კვლევაში შეფასებულია ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე სახელმწიფოების დემოკრატიის დონე, სადაც საქართველო უნგრეთთან და სერბეთთან ერთად ხვდება ავტოკრატიისკენ მიმავალ სახელმწიფოთა ჯგუფში.
● ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლები მასშტაბით საქართველო, ანგარიშის მეთოდოლოგიით ყალიბდებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად.
● საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიითა და დამთავრებული სასამართლოთი, გასცდნენ ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციის პოლიტიზების ფარგლებს და ამჟამად მმართველი პარტიის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან და მათი გამოყენება მიკერძოებულად ან პერსონალური სარგებლისთვის ხდება.
● ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს შეფასება უცვლელად რჩება.
● საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ძლივს აირიდა მსგავსი საფრთხე მარტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა მობილიზებამ და საერთაშორისო წნეხმა აიძულა ხელისუფლება, უკან გაეწვია ანტი-ენჯეო კანონმდებლობა.
● როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ქვეკატეგორიებს შესაძლოა უკან დაახევინო კონკრეტულ საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის მარტში, საერთაშორისო ხმამაღალი განცხადებებისა და მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვია რუსული სტილის “ოცხოური აგენტების” კანონი.
● ავტოკრატიზირებად ჰიბრიდულ რეჟიმებსა და ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარული რეჟიმების შორის განსხვავება მინიმალური, თუმცა ნამდვილი ზღვარი გადის შეკრების თავისუფლების პატივისცემასა და იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად.