როგორია პარტიული რეიტინგები: მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ დროა შანსი სხვა პარტიას მიეცეს. Edison Research-ის ახალი კვლევა
Edison Research-ის ახალი კვლევა
Edison Research-ის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს.
კითხვაზე “თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?”, შედეგები ასე გადანაწილდა: 71% მიიჩნევს, რომ შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს, ხოლო 29% თვლის, რომ ქართულმა ოცნებამ ხელახალი არჩევა დაიმსახურა.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.
გამოკითხვა ჩატარდა 1-15 სექტემბრის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.
გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 32,3%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
- კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 10,9%
- გახარია – საქართველოსთვის – 10,5%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9,3%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 6%
- ლეიბორისტული პარტია – 5,1%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3,6%
- ჩვენ – დავით ქაცარავა – 1,5%
- სხვა პარტიები – 0,8%
რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 74% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 26% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.
პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა, თუ რა მხარდაჭერა ექნებოდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების სხვადასხვა ვერსიას – როგორც სრულად გაერთიანების, ასევე არსებულზე უფრო მსხვილი კოალიციების პირობებში.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პროევროპული ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში, მონაცემები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება / ხალხის ძალა – 38%
- პროევროპული ოპოზიციური პარტიების გაერთიანება: ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, ძლიერი საქართველო, გახარია – საქართველოსთვის, ლეიბორისტული პარტია, გირჩი (იაგო ხვიჩია) – 62%
იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო გუნდს დაუპირისპირდებოდა ერთი მხრივ “ერთიანობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის”, ხოლო მეორეს მხრივ, “ძლიერი საქართველო” და “გახარია – საქართველოსთვის”, შედეგები ასე ნაწილდება:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 39%
- ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისთვის – 36%
- ძლიერი საქართველო, გახარია – საქართველოსთვის – 25%
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 36% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება: