ე.წ. აფხაზეთის მთავრობა კორპორატიულ წვეულებებს აღარ დააფინანსებს
აფხაზეთში კორპორაციები ბიუჯეტიდან აღარ გადაიხდიან
აფხაზეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებს პარტიების კორპორატიულ წვეულებებს. არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა დაუჯდა სახელმწიფოს ეს ბანკეტები – ოფისში საკვების შეკვეთა და საჩუქრები. მაგრამ სოციალურ ქსელებში კარგად ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, რომ საუბარია 500 მილიონ რუბლზე [დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი] – აფხაზეთის სტანდარტებით ეს ძალიან დიდი ფულია.
სოხუმში ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რომ აქამდე ამ კორპორატიულ წვეულებებს ბიუჯეტიდან იხდიდნენ. და როცა გაიგეს – აღშფოთდნენ. მაგალითად, ასტამურ კაკალია რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია “მუხლი 20-ის ლიდერია”, ამბობს:
„ანუ მთელი ეს წლები „წვეულება“ ბიუჯეტის ხარჯზე იყო? ეს ინსპექტორებმა ვერ დაინახეს?”
- დეფიციტი. ისტორია აფხაზეთის ბიუჯეტის შესახებ
- აფხაზეთში აკრძალეს ქუჩაში საცურაო კოსტუმით სიარული. დეტალები და ფოტოები
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო