ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
10 აპრილის დილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 52 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
განსაკუთრებით მძიმეა ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 2 პაციენტის მდგომარეობა. ორივე მათგანს პნევმონია აქვს, ერთ-ერთს კი პნევმონიასთან ერთად სეფსისიც.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.