მამაკაცს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ. მას ორმხრივ პნევმონიასთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და გულსისხლძარღვთა უკმარისობასთან ერთად არითმიაც აწუხებდა.
26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 139 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
ის საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ეს covid-19-ით გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა საქართველოში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.