სამხრეთ ოსეთში ერთადერთი ოპოზიციური პარტიის დახურვას ცდილობენ
ხელისუფლების ბრძოლა ოპოზიციასთან სამხრეთ ოსეთში
სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრი ოლეგ გაგლოევი პირად ტელეგრამში იმუქრება, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტიას “ედინაია ოსეტია” სასამართლოს გზით დახურავს. ამის მიზეზია ის, რომ პარტიამ 2022 წლის ფინანსური ანგარიშები დროულად ვერ წარდგინა.
„იუსტიციის სამინისტრომ გაფრთხილება გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. ვადები გავიდა. დღეიდან იუსტიციის სამინისტრო იწყებს მუშაობას უზენაეს სასამართლოში მიმართვის საკითხზე „ედიანაია ოსეტია“ საქმიანობის შეჩერების თაობაზე,” – წერს ოლეგ გაგლოევი.
- ექსპერტები ცხინვალში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ახალ რაუნდს ვარაუდობენ
- ცხინვალი: რომელი პრეზიდენტია ჩართული გახმაურებულ მკვლელობაში?
- ცხინვალის ახალი პრეზიდენტის ახალი გუნდი – ვინ არის შემადგენლობაში და რას უნდა ველოდოთ
თუმცა, 3 მაისს ოლეგ გაგლოევმა თქვა, რომ პარტიამ წარადგინა ყველა დოკუმენტი და ის აღარ აპირებს სარჩელის შეტანას მისი მუშაობის შეჩერების მოთხოვნი
„ასე უნდა მივაჩვიოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები კანონმორჩილ ქცევას,” – თქვა მან.
დასასრულს გაგლოევი კვლავ დაემუქრა “ედინაია ოსეტიას”და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ზომები იქნება მიღებული.
ზეწოლის მიზეზი რუსეთთან თანამშრომლობა?
სამხრეთ ოსეთში არავის გაკვირვებია გაგლოევის ტავდასხმა “ედიანაია ოსეტიაზე”, რადგან გაგლოევი და ამ პარტიის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი დიდი ხნის პოლიტიკური მტრებ არიან. მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ბიბილოვმა ოლეგ გაგლოევი გაათავისუფლა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან.
“ედინაია ოსეტიას” თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილმა სპიკერი ალან ტადტაევი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრს შურისძიება ამოძრავებს და ასევე ხელისუფლება ცდილობს ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ პარტიას პრობლემები შეუქმნას.
ტადტაევის თქმით, პარტიის დევნის მიზეზი ასევე არის ის, რომ “ედიანაი ოსეტია” ითვალისწინებს რა ხალხის ნებას, სამხრეთ ოსეთის მომავალს ჩრდილოეთ ოსეთთთან გაერთიანებასა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლაში ხედავს.
ამ მიზნის მისაღწევად, ტადტაევის თქმით, პარტია თანამშრომლობს რუსეთის წამყვან პოლიტიკოსებთან.
„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ბევრმა ამ იდეაზე უარი თქვა, თუმცა “ედიანაია ოსეტია” ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, მხარს დაუჭერს ერთიან ოსეთს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო