აფხაზმა პუბლიცისტმა და ბლოგერმა დიმიტრი მუშბამ თავის Telegram-ის არხზე გაანალიზა აფხაზეთის მთავარი აქტუალური პრობლემები და მივიდა დასკვნამდე, რომ ხელისუფლება მათ გადასაჭრელად ძალიან პრიმიტიულ მეთოდებს იყენებს.
მისი აზრით, ხელისუფლება საკუთარი არაეფექტურობის გამართლებას ყოველთვის სხვისი შეცდომით ცდილობს და არა საკუთარი უუნარობით.
ავტოავარიები აფხაზეთში მართლაც დიდი პრობლემაა და ამის მიზეზი ის არის, რომ მძღოლები არ იცავენ წესებს. მუშბა მიიჩნევს არაეფექტურია ებრძოლო ავტოავარიების მაღალ მაჩვენებელს მხოლოდ მძღოლებისთვის ჯარიმების გაზრდით:
„საკითხავია, შეძლებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოს ამ სასჯელის აღსრულება და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ჯარიმების გაზრდა მხოლოდ კორუფციულ კომპონენტს გაზრდის. რაც შეეხება მათ, ვინც დღეს წითელზე დაფრინავს სახელმწიფო ნომრებით, ისინი კვლავ გააგრძელებენ ამ ქმედებას, მიიჩნევს ბლოგერი.
სესხი ენერგეტიკაზე
ბლოგერს ასევე არ მოსწონს რუსული კრედიტის აღების იდეა ენერგეტიკის სექტორში პრობლემების გადასაჭრელად:
„რა თქმა უნდა, კარგია, რომ მზად არიან ფული მოგვცეს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რას მოითხოვენ სანაცვლოდ. კარგი იქნებოდა [ხალხთან ერთად] განხილვა და შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ, გვჭირდება თუ არა ასეთი სესხი.
მაინინგი
ენერგეტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, დიდწილად დაკავშირებულია მაინინგის ბუმთან, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლებამ ჯერ დააკანონა, შემდეგ კი უკანონოდ გამოაცხადა, თუმცა სიტუაციას მაინც ვერ აკონტროლებს.
დიმიტრი მუშბა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლება კონკრეტულ მაინერებს ესხმის თავს, მაგბრამ როგორ მოხვდნენ ეს დანადგარები აფხაზეთში, ამაზე დუმს:
„ახლავე შეიძლება სხვადასხვა დონის თანამდებობის პირების სიის შედგენა, რომლებიც მფარველობენ ამ ბიზნესს და თავად აქვთ ფერმები.
„რა ადვილია გადაწყვეტილებების მიღება, როცა დანამდვილებით იცი, რომ ისინი არანაირ გავლენას არ მოახდენენ შენზე. სესხი შენი დასაბრუნებელი არ არის, ჯარიმებს სხვები გადაიხდიან, შენ და შენი ოჯახის წევრები კი არა“, – აჯამებს ბლოგერი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო