ბალტიის ქვეყნებმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაასანქცირეს. ვინ მოხვდა სიაში
ბალტიის ქვეყნებმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაასანქცირეს
ლიეტუვამ – 74, ლატვიამ – 16, ესტონეთმა 55 ქართველი, მათ შორის მაღალჩინოსნები, დაასანქცირა. საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე – სანქცირებულებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი წერს:
“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა პირთა სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და საქართველოში რეპრესიებისთვის.
ჩვენ მხარს ვუჭერტ ქართველ ხალხს მათ მისწრაფებაში დემოკრატიასა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს ის.
Lithuania has added 74 Georgian officials to its travel ban list over severe human rights violations and repression in #Georgia.
— Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) March 3, 2025
We stand with the people of #Georgia in their pursuit of democracy and a European future.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე წერს:
“მე დავამატე 16 საქართველოს მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში, აეკრძალებათ მათ ლატვიაში შემოსვლა განუსაზღვრელი ვადით”, – წერს ის.
⛔️ I have added 16 Georgian citizens to Latvia’s persona non grata list, banning them from entry into 🇱🇻 for unlimited time. This decision was made in accordance with Section 61(2) of the Immigration Law.
— Baiba Braže (@Braze_Baiba) March 3, 2025
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა წერს:
“მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმადაც ესტონეთი აწესებს ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვებს 55 ქართველი პროკურორისთვის, მოსამართლისთვის, პოლიციელისთვისვის, დეპუტატისთვის და სხვებისთვის.
ევროკავშირი თანმიმდევრულად აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას დემოკრატიული საქართველოს აღდგენისთვის”, – წერს ის.
I signed an order whereby Estonia imposes a ban on entry for 55 Georgian 🇬🇪 prosecutors, judges, police officials, MPs, & others.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) March 3, 2025
🇪🇪 consistently shows 🇬🇪people that we support their efforts to once again achieve a democratic Georgia.
Full statement▶️https://t.co/aFnOhvFmih
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:
მოსამართლეები – ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კეჟათეჟი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებურაძე, ეკა ბარბაქაძე.
პროკურორები -ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.
პოლიციის თანამშრომლები – გიორგი ჩარეყაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსი – გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი-გოჩა ვანაძე
საქართველოს პარლამენტის წევრები – ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია
მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები – კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.