საგარეო საქმეთა სამინისტრო ო'სალივანის ვიზიტზე: ველით ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციისთვის
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ს საგარეო ო’სალივანზე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. საელჩოს ცნობით, ო’ბრაიენი კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება.
“ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება”. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ვიცეპრემიერ და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან.
“ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ”. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვევა, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.