სპეცრაზმი ისევ სასტიკად არბევს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. პირველი მაისის ღამე. ფოტორეპორტაჟი
აქციის დარბევა. 1 მაისი
თბილისში, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სპეცრაზმმა ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცრაზმმა მომიტინგეების მისამართით ისროლა რეზინის ტყვიებიც. სოციალურ ქსელებში ვრცელდება დაშავებული ადამიანების ფოტოები და ვიდეოები.
ერთ-ერთი, ვისაც რეზინის ტყვიები მოხვდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძეა. მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, რომელშიც ცხადად ჩანს ორი ნატყვიარი მის სხეულზე.
—
1-ელ მაისს პარლამენტში 83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“ რომელსაც უკვე რამდენიმე კვირაა ადამიანები მასობრივ აქციებზე აპროტესტებენ.
“ქართულმა ოცნებამ” კენჭისყრა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტის ფონზე ჩაატარა.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან 4 დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა.
დღეს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ რუსულ კანონს მესამე მოსმენით ორ კვირაში მიიღებენ.
აქციის დარბევა. 1 მაისი