პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
რუსულ კანონი საქართველოში
83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 83 მომხრე და 23 წინააღმდეგი ჰყავდა.
ქართულმა ოცნებამ კენჭისყრა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტის ფონზე ჩაატარა.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან 4 დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა.
დღეს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ რუსულ კანონს მესამე მოსმენით ორ კვირაში მიიღებენ.