აფხაზეთში უკმაყოფილოები არიან საწვავზე ფასის მატებით
ბენზინის გაძვირება აფხაზეთში
აფხაზეთში საწვავი ძვირდება. ხელისუფლებამ შემოიღო რეგულაციები, რომელიც მეწარმეებს მარჟის ლიმიტებს უწესებს. მაგრამ ოპოზიცია და მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილოები არიან და ხელისუფლებას სიტუაციის გამოუსწორებლობაში ადანაშაულებენ.
აფხაზეთში ბენზინი ისევ გაძვირდა. ახლა ერთ ლიტრ АИ-95-ში აფხაზეთის მცხოვრებლებს 62 რუბლის (დაახლოებით 0.65 დოლარი) გადახდა უწევთ, მაშინ როდესაც, შედარებისთვის, მეზობელ რუსეთში ის 54 რუბლი (0.56 დოლარი) ღირს, სამხრეთ ოსეთში კი – 52 რუბლი.
1 მარტს აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა ნავთობპროდუქტების ცალკეულ სახეობებზე ფასების რეგულირების პროცედურა დაამტკიცა.
მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს 2022 წლის 1 მაისამდე გადასახადის მაქსიმუმის დაწესებას АИ-92 მარკის ბენზინზე 6%-დან 14%-მდე, დიზელის საწვავზე კი – 2%-დან 5%-მდე.
ფასების დარეგულირების ასეთი ფორმა განსაზღვრავს ნავთობპროდუქტებზე შეღავათების მაქსიმალურ დონეს შესყიდვის ფასებში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა.
„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ შემოტანის ფასის ფორმირებაზე, ის ყალიბდება რუსეთის ფედერაციის ბაზარზე, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ის ღირებულება გავაკონტროლოთ, რომელსაც შემომტანები ადგენენ. ჩვენ გავაკონტროლებთ კომპანიის შემოსავლების დონეს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებითა და გაყიდვით არიან დაკავებულები საწვავის ტიპების მიხედვით შეღავათების ზღვრული რაოდენობის გამოყენებით“, – განაცხადა მინისტრმა.
„რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას, გარდა საწვავის ბიზნესში ხელისუფლების ლიდერების პირადი ინტერესებისა. თუ ეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების უნარის არქონაა? შედარებისთვის, 2014-დან 2019 წლამდე აფხაზეთში საწვავის ფასი საშუალოდ ერთ ლიტრზე 6 რუბლით ნაკლები იყო, ვიდრე რუსეთში. 2020 წლიდან აფხაზეთში საწვავის ფასი საშუალოდ 20 რუბლით გაიზარდა ერთ ლიტრზე“, – დაწერა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ.
სოციალურ ქსელებში ასევე მასობრივად გაჩნდა გზავნილები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე გაძვირების შესახებ.
6 მარტს დანიშნულია საფასო პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების მიტინგი. მესენჯერით ქვეყნის მცხოვრებლებს მოწოდება გაეგზავნათ:
„საწვავზე ფასის მომატება აისახება მოქალაქეთა ცხოვრების ყველა ასპექტზე!
ძვირი ბენზინი – მოსახლეობის გაჭირვებაა!
ძვირფასო ძმებო, მეგობრებო, ყველა მოქალაქე, ვისთვისაც უმნიშვნელო არ არის ფასის მატება, გთხოვთ მოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ ამ მიტინგს“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო