აფხაზეთში, რუსეთიდან დაბრუნებულ ოთხ სტუდენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა
აფხაზეთში, COVID-19 აღმოაჩნდა ერთ-ერთი რუსული სამხედრო სასწავლებლის ოთხ კურსანტს. ისინი ორგანიზებულად, ჯგუფურად დაბრუნდნენ სახლში და კარანტინის გასავლელად სოხუმში, სასტუმრო „აიტარში“ განათავსეს.
სწორედ იქ გადის კარანტინის უცხოეთიდან დაბრუნებული აფხაზეთის ყველა მოქალაქე.
აქამდე, თითქმის სამი კვირის განმავლობაში, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.
- ხუთი ახალგაზრდა აფხაზეთში, კარანტინში ცხოვრების შესახებ. ვიდეო
- აფხაზეთში კარანტინი 15 მაისამდე გააგრძელეს, თუმცა, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
- რუსეთი, კორონავირუსი: დაბალი სიკვდილიანობა ინციფირებულთა ზრდის ფონზე და გარდაცვლილი ექიმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი
- კორონავირუსი კავკასიასა და მსოფლიოში
პანდემიის დაწყებიდან, დღევანდლამდე, აფხაზეთში, კორონავირუსის დიაგნოზი სამ ადამიანს დაუსვეს. ეს 2020 წლის აპრილის დასაწყისში მოხდა.
ორი მათგანი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მესამე, 95 წლის ქალი – გარდაიცვალა.
ინფიცირებულებს ქალაქ გუდაუთის საავადმყოფოში ათავსებენ, რომელიც კორონავირუსის მქონე პაციენტების მკურნალობაზეა სპეციალიზებული.
სულ, სასტუმრო „აიტარში“, კარანტინში იმყოფება 209 ადამიანი, ყველა მათგანი სახლში რუსეთიდან დაბრუნდა. მათი დიდი ნაწილი – კურსანტები არიან, რომლებიც რუსეთში, სხვადასხვა სამხედრო სასწავლებელში სწავლობენ.
9 მაისის მონაცემებით, რუსეთში, კორონავირუსით დაინფიცირდა 198 676 ადამიანი, გარდაიცვალა – 1 827.
აფხაზეთში, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 15 მაისამდე გააგრძელეს.
თუმცა, უკვე გაიხსნა აგრარული და ტანსაცმლის ბაზრები, ამუშავდა ფიტნეს-კლუბები და სილამაზის სალონები. ნაწილობრივ განაახლა მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
არ მუშაობს რესტორნები, კაფეები, მუზეუმები და ყველაფერი ის, რაც ტურიზმთან არის დაკავშირებული. კვლავინდებურად აკრძალულია ნებისმიერი სახის მასობრივი ღონისძიება და დაკეტილია საზღვრები.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო