აფხაზეთის ოპოზიცია მთავრობის ვადამდე ადრე გადადგომას მოითხოვს
აფხაზეთში მთავრობის გადადგომას ითხოვენ
აფხაზეთში ოპოზიციამ მასობრივი საპროტესტო აქციისთვის მზადება დაიწყო, რათა აიძულონ პრეზიდენტი დაითხოვოს მთავრობა. თუ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნებს არ დაეთანხმება, გადადგომის მთავარი სამიზნე თავად გახდება.
„ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ გაუძლო პანდემიას, მიიყვანა ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისამდე და არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია. მთავრობა, რომლის მოსვლასთან ერთად მოქალაქეების ცხოვრება შესამჩნევად გაუარესდა. ის უნდა გადადგეს“, – ასაბუთებს ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ ოპოზიციის მოთხოვნებს.
თუ პრეზიდენტი უარს იტყვის მთავრობის გადაყენებაზე, ოპოზიცია თავად პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს, ამბობს არძინბა.
ოპოზიცია აპირებს მიაღწიოს დასახულ მიზანს აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ბრძოლის ველზე ყველაზე ნაცადი და ეფექტური მეთოდით – დიდი „სახალხო“ საპროტესტო აქცია სამთავრობო შენობებთან.
ამ აქციის თარიღი ჯერ არ სახელდება. მაგრამ, სავარაუდოდ, ის 2023 წლის აპრილში იქნება. ოპოზიცია საფუძვლიანად მომზადებას აპირებს, რასაც მისი ლიდერების თქმით, ორი-სამი თვე სჭირდება. ამ პერიოდში ოპოზიციონერები აფხაზეთის ყველა რეგიონში პროპაგანდისტულ მუშაობას აპირებენ.
- მოსაზრება: როდის დასრულდება აფხაზეთში პრეზიდენტების ჩამოგდება
- მოსაზრება: აფხაზეთში კრიზისი გარდაუვალია – მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება მას ხელისუფლება
- ”აფხაზეთის ნებისმიერ ლიდერს ორი პრობლემა აქვს: დახმარება უნდა ითხოვოს და ახსოვდეს, რომ ამისთვის გადახდა მოუწევს”
აფხაზეთის უახლეს ისტორიაში მსგავსი რამ ორჯერ მოხდა – 2014 წლის მაისში და 2020 წლის იანვარში. ორივეჯერ, საპროტესტო აქციების შედეგად, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლე აიღეს, რასაც მოჰყვა პრეზიდენტებუს – შესაბამისად, ალექსანდრ ანქვაბის და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.
ხაჯიმბას იძულებითი გადადგომის შემდეგ ხელისუფლებაში მოქმედი პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოვიდა. 2020 წლის გაზაფხულზე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა იყო, რომელიც ახლა ოპოზიციის ლიდერია.

ვიდეო: როგორ დაიპყრეს პრეზიდენტის სასახლე 2014 წელს:
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო