ომი უკრაინაში. დღე მეშვიდე. განახლებადი ინფორმაცია
-
რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს
რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს. JPMorgan-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის სახელმწიფო ვალის გადაუხდელობის ალბათობა.
-
ოთხმა რუსულმა გამანადგურებელმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია-შვედეთის ხელისუფლება
შვედეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოთხმა რუსულმა გამანადგურებელმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
-
უკრაინის დელეგაცია შეხვდრის ადგილისკენ მიემართება
უკრაინის დელეგაცია უკვე გზაშია – რუსულ დელეგაციასთან შესახვედრად მიემართება.
შეხვედრის ადგილი ბელოვეჟის ტევეია (ბელოვეჟსკაია პუშჩა), ბელარუსი. 31 წლის წინ აქ ხელი მოეწერა დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა.
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები “მონადირის სახლში” გაიმართება, წერს იუნიანი.
-
კიევის რკინიგზის სადგურთან ძლიერი აფეთქება
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია, წერს უკრინული მედია. კიევის რკინიგზის სადგურთან კი ძლიერი აფეთქებაა
-
გერმანიიდან უკრაინაში 500 Stinger რაკეტა და 1000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ჩავიდა
გერმანიიდან უკრაინაში უკვე ჩავიდა 500 Stinger რაკეტა და 1000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი Panzerfaust, წერს Bild გერმანიის კაბინეტის წყაროებზე დაყრდნობით.
-
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ წუთებში მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ წუთებში მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.
მხარი 141-მა ქვეყანამ მისცა, 5 წინააღმდეგი იყო, 35-მა თავი შეიკავა.
-
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული მხარის დანაკარგებზე:
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული მხარის დანაკარგებზე: “უკრაინელ ნაციონალისტებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაიღუპა 2870-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა 3700. ტყვედ აუვანილია 572 ადამიანი”.
-
მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია ხვალ ჩავა
-
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ომში 498 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა აღიარა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ომში 498 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა აღიარა.
ეს პირველი კონკრეტული ციფრია დაღუპულებზე რუსეთის თავდაცვის უწყების მხრიდან.
უკრაინა აცხადებს ათასობით დაღუპულ რუს ჯარისკაცზე.
-
სერგეი ლავროვმა დაასახელა მოთხოვნების სია, რომელსაც რუსეთი უკრაინას წაუყენებს დღევანდელ მოლაპარაკებებში:
▪️ „ყირიმი არის თემა, რომელიც არ განიხილება. ყირიმი რუსეთის ნაწილია“.
▪️ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში“.
▪️ „დემილიტარიზაცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს პარამეტრები. ისინი შესათანხმებელია ცალკე. საერთოდ არ უნდა იყოს იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას“.
▪️ „დენაციფიკაცია. ზუსტად ისევეთივე, როგორის ფაშისტურ გერმანიის შემთხვევაში მოხდა
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ გაკვირვებულია გერმანიის გადაწყვეტილებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ
„ჩემმა კოლეგამ ანნალენა ბურბოკმა თქვა, რომ ისტორიული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელსაც გერმანია აცნობიერებს, მის ქვეყანა უბრალოდ ვალდებულია მიაწოდოს იარაღი უკრაინას.
“ეს როგორ უნდა გავიგოთ? ანუ ისტორიული დანაშაული და ისტორიული დანაშაულის გაცნობიერება გერმანიისგან ნეონაცისტების მხარდაჭერას მოითხოვს? ეს ცოტა უცნაურ ასოციაციებს იწვევს.”
-
საქართველო 3 მარტს შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
საქართველო 3 მარტს შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად, ეს იყო რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.
-
შეხვედრა ბელოვეჟსკაია პუშჩაში გაიმართება
რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილს უახლოვდება ბელოვეჟსკაია პუშჩაში. შეხვედრა აქ გაიმართება.
ეს ის ადგილია, სადაც გამოცხადდა სსრკს დაშლა 1991 წელს
-
რადა უკრაინაში მთელი რუსული ქონების ნაციონალიზაციას გეგმავს.
-
ომის გამო რუსები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას. პოპულარული მიმართულებები სომხეთი და საქართველოა
ომის გამო რუსები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას. პოპულარული მიმართულებები სომხეთი და საქართველოა, – წერს the village.
“დარჩენილი ვარიანტებიდან მათთვის სომხეთი ყველაზე საიმედო მიმართულებაა – შეგიძლიათ იქ მოხვდეთ რუსული პასპორტით და იცხოვროთ 180 დღემდე. ასევე, სომხეთიდან არც ისე შორს არის საქართველო, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე გახდა რუსეთის მოქლაქეებისთვის ემიგრაციის პოპულარული ადგილი”, – წერს ჟურნალისტი.
-
რომან აბრამოვიჩი ლონდონის ქონებას ყიდის
bloomberg-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩი, რომელიც ჯერ კიდევ არ მოქცეულა ახალი სანქციების ქვეშ, სწრაფად ყიდის ლონდონის ქონებას.
იყიდება “ჩელსიც”. ლონდონური კლუბი, რომლის მენეჯმენტიდან აბრამოვიჩი ომის გამო უკვე გავიდა. დაინტერესებულია შვეიცარიელი მილიარდერი, 86 წლის ჰანსიორგ ვისი. გასაყიდ ფასად 4 მილიარდი დოლარი სახელდება.
-
რუსეთის სკოლებში მოსწავლეებს ღია გაკვეთილზე აუხსნიან, "რატომ გახდა აუცილებელი უკრაინაში განმათავისუფლებელი მისიის ჩატარება"
“რუსეთის სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება ღია გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებს აუხსნიან, „რატომ გახდა აუცილებელი უკრაინაში განმათავისუფლებელი მისიის ჩატარება”. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„მოსწავლეები გაეცნობიან დღევანდელი მოვლენების წინაისტორიას: რა საფრთხეს უქმნის ნატო ჩვენს ქვეყანას, რატომ დადგა რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სადარაჯოზე და ასევე მოსწავლეებს აუხსნიან, როგორ გაარჩიონ სიმართლე სიცრუისგან ინფორმაციის, ფოტოებისა და ვიდეოების უზარმაზარ ნაკადში, რომლითაც დღეს ინტერნეტი სავსეა“, – ნათქვამია რუსეთის განათლების სამინისტროს განცხადებაში.
-
ენერგოდარში რუსი სამხედროები მშვიდობიან მომიტინგეებს ხელყუმბარებს ესვრიან
ენერგოდარში რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ხელყუმბარების სროლა მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით. არიან დაჭრილები, – იტყობინება unian
-
უკრაინელი ფეხბურთელი იაროსლავ რაკიცკი ზენიტს ტოვებს
უკრაინელი ფეხბურთელი იაროსლავ რაკიცკი ზენიტს ტოვებს.
კლუბმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთელი “რთული ოჯახური მდგომარეობის” გამო წავიდა.
-
ხარკოვის სატელევიზიო ანძაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა
ხარკოვის სატელევიზიო ანძაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა
-
რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს საღამოს გაიმართება
“რუსეთის დელეგაცია გაემგზავრა უკრაინულ დელეგაციასთან შესახვედრად”, – წერს კომერსანტი.
უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამია ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს საღამოს გაიმართება.შეხვედრის ადგილი ამ ეტაპზე არ სახელდება უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე.
-
ხარკოვსა და კიევში საჰაერო სირენების ხმა ისმის
უკრაინის საზოგადოებრივი არხი წერს, რომ ხარკოვშიც და კიევშიც მოქალაქეებს საჰაერო სირენები ესმით და თავშესაფრებისკენ მოუწოდებენ
-
„დოჟდის"ს მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ დაადასტურა, რომ დატოვა რუსეთი
ძიადკომ თქვა, რომ ასე მოიქცა ზოგი სხვა თანამშრომელიც.
გუშინ “როსკომნადზორმა” რუსეთის ტერიტორიაზე “დოჟდის” საიტი გათიშა უკრაინის კონფლიტზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.
ორი დღის წინ ძიადკო და მისი მეუღლე, ასევე “დოჟდის” თანამშრომელი ეკატერინა კოტრიკაძე აცხადებდნენ, რომ მუქარის წერილები და ზარები მიიღეს.
-
ევროპასა და ამერიკაში ათასობით რუსია დარჩენილი, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან საჰაერო სანქციების გამო
თვითმფრინავით რუსეთში დაბრუნება შესაძლებელია სერბეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ეგვიპტის გავლით, ნათქვამია როსავიაციის და როსტურიზმის ერთობლივ განცხადებაში.
ევროპასა და ამერიკაში ათასობით რუსია დარჩენილი, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან საჰაერო სანქციების გამო.
-
კიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში დივერსანტები დააკავეს:
კიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში დივერსანტები დააკავეს: ბავშვების სათამაშოში საბრძოლო მასალას მალავდნენ. (საზოგადოებრივი)
-
ხარკოვში მტერს იქ წარმოუდგენელი დანაკარგები აქვს-უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი არესტოვიჩი
ხარკოვი 21-ე საუკუნის სტალინგრადია. მტერს იქ წარმოუდგენელი დანაკარგები აქვს -უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი არესტოვიჩი
-
ევროკავშირმა აკრძალა ევროს ბანკნოტების რუსეთში გადაგზავნა
ევროკავშირმა აკრძალა ევროს ბანკნოტების რუსეთში გადაგზავნა
-
მიხეილ ხოდორკოვსკიმ მოუწოდა რუსებს, გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე, რათა თავიდან აიცილონ მკვლელობები უკრაინაში.
მიხეილ ხოდორკოვსკიმ მოუწოდა რუსებს, გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე, რათა თავიდან აიცილონ მკვლელობები უკრაინაში.
– თუ დაგიჭერენ, არაუშავს, იჯექით. დღეს ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს უკრაინელი მშვიდობიანი მოქლაქეების სიცოცხლის გადარჩენას.
პუტინი ვერ ართმევს თავს, პუტინი ჩარჩა უკრაინაში და რომ გაართვას თავი, იქ გადაისროლა ყველაფერი, რაც აქვს – პოლიცია, ომონი და ასე შემდეგ.ყველა, ვინც ახლა გამოდის რუსეთის ქალაქების ქუჩებში, ყველა, ვინც გამოდის საპროტესტო აქციაზე, უშლის ხელს პუტინს უკრაინის მოქალაქეების მკვლელობაში.
არ ღირს თქვენი 15 დღე ერთი მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობის თავიდან ასაცილებლად? თუ ღირს, მაშინ გადით გარეთ და ჩაჯექით, არაუშავს.
მე 10 წელზე მეტი ვიჯექი იმისთვის, რაც სწორად მიმაჩნია. თუ ფიქრობთ, რომ სწორია არ მოკლან მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეები, მაშინ შეეწინააღმდეგეთ მას. დღეს ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს უკრაინელი მშვიდობიანი მოქლაქეების სიცოცხლის გადარჩენას.
-
უცნობია, როდის გაიმართება რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი-კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება – ჯერ უცნობია, როდის გაიმართება რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. -
რუსები გადაიხდიან ჩვენს მშვიდობიან მიწაზე შემოჭრის საფასურს-სვიატოსლავ ვაკარჩუკი
სვიატოსლავ ვაკარჩუკი, ცნობილი უკრაინული ჯგუფის “ოკეან ილზის” ვოკალისტი და რადას დეპუტატი დაბომბილი ხარკოვიდან – რუსები გადაიხდიან ჩვენს მშვიდობიან მიწაზე შემოჭრის საფასურს
-
BALENCIAGA-მ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მსოფლიო სასურსათო პროგრამის საიტზე თანხა გადარიცხა
BALENCIAGA-მ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხა გადარიცხა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის საიტზე და სხვებსაც მოუწოდებს იგივე გააკეთონ.
ფრანგული მოდის სახლი, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, ინსტაგრამზე უკრაინის დროშას აზიარებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გახსნის თავის პლატფორმებს უკრაინის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
-
კრემლი: რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა
კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელად ვლადიმერ მედინსკი რჩება.
მანამდე რუსული საინფორმაციო სააგენტოების წყაროებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკრაინულ მხარეს მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია.
პესკოვმა თქვა, რომ წარმატებულად მოლაპარაკებები მაშინ ჩაითვლება, თუ შესრულდება ის პირობები, რაც ვლაიმირ პუტინმა მშვიდობის უზრუველსაყოფად დასახა.
-
კიევში არსებული ვითარება. ოფიციალურად
ნიკოლაი პოვოროზნიკი, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე:
– მიმდინარეობს გათბობის ქსელების და გაზსადენების დაზიანების შესწავლა, რათა კიევი უზრუნველყოფილი იყოს გათბობით, წყლით და ელექტროენერგიით.
— ქალაქი თავდაცვისთვის ემზადება. კიევს არტყამენ სხვადასხვა იარაღიდან, ძნელი სათქმელია, სად დაეცემა, ამიტომ, სირენის ნებისმიერ ხმაზე, უნდა ჩახვიდეთ ბომბსაფარში.
– საავადმყოფოები მუშაობს საგანგებო რეჟიმში.
– საკვები მაღაზიებიას ქსელებმა შეცვალეს ლოგისტიკა და ახლა სურსათს დღის განმავლობაში ივსებენ. ყველა საჭირო პროდიქტი არის.
-
ენერგოიდარის შესასვლელი სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია
ენერგოიდარის შესასვლელი.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამ ქალაქში. ქალაქს რუსული არმია მიადგა, თუმცა ადგილობრივებმა ბარიკადები ააშენეს და თავადაც გამოვდნენ ქუჩაში.
-
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგი უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ:
▪️რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების დაწყებიდან, ლუგანსკის ძალებმა წაიწიეს 75 კილომეტრით, დონეცკის – 58 კილომეტრით.
▪️რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი აიღეს ხერსონზე. ქალაქის ყველა ობიექტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.
▪️საინფორმაციო თავდასხმების ჩასახშობად დარტყმა მიაყენეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საკომუნიკაცი ობიექტებს და კიევში ფსიქოლოგიური ოპერაციების 72-ე მთავარ ცენტრს, გამორთული იყო ტელეანძის აპარატურის მაუწყებლობა. საცხოვრებელი კორპუსები არ დაზიანებულა.
▪️უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა მორიგი მასიური ავიაიერიში, განადგურდა 67 ობიექტი.
▪️საერთო ჯამში, ოპერაციის დაწყებიდან დანგრეულია
1502 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი:
51 სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი,
38 – საჰაერო თავდაცვის სისტემა , Buk M-1 და Osa
51 სარადარო სადგური.
განადგურდა 47 თვითმფრინავი მიწაზე და 11 თვითმფრინავი ჰაერში
472 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტექნიკა,
62 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
206 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები
46 დრონი.
-
უკრაინელი სამხედროები - რუსული არმიის დანაკარგების შესახებ:
უკრაინის გენერალურმა შტაბმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დროს რუსული არმიის დანაკარგების შესახებ ახალი განცხადება გაავრცელა.
5840 პერსონალი (ადრე UNIAN სააგენტომ დააზუსტა, რომ ამ სვეტში შედის არა მხოლოდ დაღუპულები, არამედ დაჭრილებიც)
30 თვითმფრინავი
31 ვერტმფრენი
211-მდე ტანკი
862 ჯავშანმანქანა
85 საარტილერიო სისტემა
9 საჰაერო თავდაცვის სისტემა
40 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
60 საწვავის ავზი
3 დრონი
2 კატერი
355 მანქანა -
უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ ემზადება ქალაქი ენერგოდარი რუსული ჯარების წინააღმდეგ თავდაცვისთვის
უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ ემზადება ქალაქი ენერგოდარი რუსული ჯარების წინააღმდეგ თავდაცვისთვის. ამბობს, რომ ქალაქზე თავდასხმის შემთხვევაში ბირთვული კატასტროფის საფრთხე არსებობს.
ენერგოდარშია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
რუსეთი აცხადებს, რომ აპირებს სრულ კონტროლს უკრაინის ატომური ინფრასტრუქტურაზე, რათა შეაჩერონ ამ ქვეყნის ატომური გეგმები.
-
გასული 24 საათის განმავლობაში ხარკოვის ოლქში 112 ადამიანი დაშავდა,
გასული 24 საათის განმავლობაში ხარკოვის ოლქში 112 ადამიანი დაშავდა, 21 დაიღუპა, განაცხადა რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სინეგუბოვმა.
-
ზელენსკის მიმართვა უკრაინელებისადმი (ღირს ამ ტექსტის ბოლომდე წაკითხვა):
ზელენსკის მიმართვა უკრაინელებისადმი (ღირს ამ ტექსტის ბოლომდე წაკითხვა):
რა არის შედეგი რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია. რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას. რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში. იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები. ექვსდღიანი ომის შემდეგ. და ეს წუხანდელი მსხვერპლის გარეშე. ექვსი ათასი. და რისთვის, რაღაცის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა? ეს შეუძლებელია. ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ. და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი.
უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. მძიმე ღამე. ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარა – თავშესაფარში. ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა.
შვიდი ღამეა არ გვძინავს. ან გვძინავს, მაგრამ ძალიან ვშფოთავთ. ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ. მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ. გამარჯვების შემდეგ. იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია. ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. აღფრთოვანებული ვარ თქვენით! მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე. დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო ხალხი დედამიწაზე. დიდება უკრაინას!
რა არის შედეგი რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია. რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას. რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში. იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები. ექვსდღიანი ომის შემდეგ. და ეს წუხანდელი მსხვერპლის გარეშე. ექვსი ათასი. და რისთვის, რაღაცის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა? ეს შეუძლებელია. ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ. და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი.უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. მძიმე ღამე. ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარა – თავშესაფარში. ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა.
შვიდი ღამეა არ გვძინავს. ან გვძინავს, მაგრამ ძალიან ვშფოთავთ. ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ. მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ. გამარჯვების შემდეგ. იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია. ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. აღფრთოვანებული ვარ თქვენით! მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე. დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო ხალხი დედამიწაზე. დიდება უკრაინას!
-
დილა კიევში განგაშით დაიწყო. სირენები ჩართეს. ხარკოვიდან კი უცხოელი სტუდენტები გაჰყავთ
-
ბაიდენი დღეს სიტყვით გამოვიდა აშშ-ს კონგრესში. მთავარი მისი გამოსვლიდან:
აშშ დახურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის;
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი შექმნის სპეციალურ ჯგუფს პუტინისა და რუსი ოლიგარქების დანაშაულის გამოსაძიებლად;
დააპატიმრებენ პუტინის ოლიგარქების ძვირადღირებულ ბინებს, იახტებს, თვითმფრინავებს, ანგარიშებს;
აშშ მზადაა გაყიდოს ნავთობი აშშ-ს სტრატეგიული რეზერვიდან, რათა დაეცეს საწვავზე ფასები.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეკონომიკური დახმარება, ჰუმანიტარული, სამხედრო – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად.
ჩვენი ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ, მაგრამ აშშ დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.
უკრაინელები გამბედაობას იჩენენ, მაგრამ მომავალი დღეები მათთვის რთული იქნება.
-
Boeing-მა რუსული ავიახაზების მომსახურება, ტექნიკური მხარდაჭერა და საჭირო ნაწილებით მომარაგება შეაჩერა
Boeing-მა რუსული ავიახაზების მომსახურება, ტექნიკური მხარდაჭერა და საჭირო ნაწილებით მომარაგება შეაჩერა
-
უკრაინის არმია ადასტურებს, რომ რუსული დესანტი დაეშვა ხარკოვში.
უკრაინის არმია ადასტურებს, რომ რუსული დესანტი დაეშვა ხარკოვში.
ბრძოლები ახლაც გრძელდება, თავდასხმა მოხდა სამხედრო ჰოსპიტალზე.BBC -
2 მარტი. ღამის მნიშვნელოვანი მოვლენები:
2 მარტი. მეშვიდე დღეა, რაც პუტინი უკრაინას უტევს.
ღამის მნიშვნელოვანი მოვლენები:
ხერსონის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ქალაქში დადიან, ისმის აფეთქებების ხმა – აიღეს მდინარის პორტი, რკინიგზის სადგური და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.
რუსეთის ჯარებმა დაიკავეს სუმის რეგიონის ქალაქი ტროსტიანეც. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სამი რუსული კოლონა ქალაქში სხვადასხვა მხრიდან შევიდა და მთლიანად დაიკავა.
ჟიტომირში სახხოვრებელ რაიონში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
უკრაინის აღმოსავლეთით დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დარჩა საკვებისა და სინათლის გარეშე – ქალაქ ვოლნოვახაში, სარტანასა და ტალანოვკაში. აქ აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთის არმია არ იძლევა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საშუალებას.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, „ბელორუსის ჯარები მზადყოფნაში არიან და რაც შეიძლება ახლოს არიან უკრაინის საზღვართან“.
აშშ დაკეტავს თავის საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესში გამოსვლის დროს განაცხადა.
Apple-მა შეაჩერა პროდუქციის გაყიდვები და შეზღუდა Apple Pay-ის გამოყენება რუსეთში.
-
1 მარტის Live. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მეექვსე დღე.
28 თებერვლის Live .უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღე მეხუთე.
27 თებერვლის Live. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის მეოთხე დღე
26 თებერვლის Live.რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის მესამე დღე