Edison Research-ის ბოლო კვლევა თვითმმართველობის არჩევნებამდე. მთავარი მიგნებები
ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა არჩევნებამდე 5 დღით ადრე ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 36% ხმას მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 27% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.”
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები შემდეგია:
- ქართული ოცნება – 36%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27%
- გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 11%
- ლეიბორისტული პარტია – 4%
- ლელო – 4%
- ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება – 4%
- ევროპული საქართველო – 2%
- გირჩი – 2%
- მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- ელენე ხოშტარია – დროა – 1%
- ანა დოლიძე – ხალხისთვის – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა – 3%
კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულნი არიან საკუთარ არჩევანში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნების მხარდამჭერთა 84% ამბობს, რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში და აუცილებლად ამ პარტიას მისცემს ხმას; გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 89% დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, 11% ამბობს, რომ არაა დარწმუნებული;
პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერთა 76%-ია საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, 24% – არა.
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე – “თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” – კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:
- კახა კალაძე – 43%
- ნიკა მელია – 30%
- გიორგი გახარია – 12%
- ანა დოლიძე – 6%
- ანა ბიბილაშვილი – 3%
- სხვა – 6%
● IPSOS-ის კვლევა: ქართული ოცნება – 35%, ნაციონალური მოძრაობა – 30%
● ქართული ოცნება – 33%; ნაციონალური მოძრაობა – 25%. Edison Research-ის კვლევა
● NDI-ს ახალი კვლევა: მთავარი მიგნებები და ტენდენციები
Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 92% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნამდვილად“, ან „სავარაუდოდ“ მიიღებს:
- 76% არჩევნებში მონაწილეობას “აუცილებლად მიიღებს”
- 16% არჩევნებში მონაწილეობას “სავარაუდოდ მიიღებს”
- 3% არჩევნებში მონაწილეობას “ნამდვილად არ მიიღებს”
- 3% “სავარაუდოდ არ მიიღებს”
კვლევითმა ორგანიზაციამ გაარკვია პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგიც, სადაც პირველ ორ ადგილს თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იკავებენ:
- კახა კალაძე – 55% (“ნეგატიურად“ – 45%)
- გიორგი გახარია – 49% (“ნეგატიურად” – 51%)
- დავით ბაქრაძე – 48% (“ნეგატიურად” – 52%)
- ანა დოლიძე – 47% (“ნეგატიურად” – 53%)
- ნიკა მელია – 45% (“ნეგატიურად” – 55%)
- ირაკლი ღარიბაშვილი – 44% („ნეგატიურად“ 56%)
- შალვა ნათელაშვილი – 41% („ნეგატიურად“ 59%)
- ბიძინა ივანიშვილი – 40% („ნეგატიურად“ 60%)
- ელენე ხოშტარია – 40% („ნეგატიურად“ 60%)
- ხატია დეკანოიძე – 40% („ნეგატიურად“ 60%)
- მიხეილ სააკაშვილი 38% („ნეგატიურად“ 62%)
- გიორგი ვაშაძე 38% („ნეგატიურად“ 62%)
- სალომე ზურაბიშვილი 37% („ნეგატიურად“ 63%)
- ირაკლი კობახიძე 36% („ნეგატიურად“ 64%)
- არჩილ თალაკვაძე 36% („ნეგატიურად“ 64%)
- დავით უსუფაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%)
- ალექსანდრე ელისაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%)
- ზურაბ ჯაფარიძე 34% (ნეგატიურად 66%)
- კახა კუჭავა 34% (ნეგატიურად 66%)
- ანა ნაცვლიშვილი 34% (ნეგატიურად 66%)
- გიგი წერეთელი 31% (ნეგატიურად 69%)
- სალომე სამადაშვილი 30% (ნეგატიურად 70%)
- ბადრი ჯაფარიძე 29% (ნეგატიურად 71%)
- მამუკა ხაზარაძე 29% (ნეგატიურად 71%)
- ირმა ინაშვილი 27% (ნეგატიურად 73%)
- ნინო ბურჯანაძე 26% (ნეგატიურად 74%)
- საბა ბუაძე 25% (ნეგატიურად 75%)
- გიგა ბოკერია 24% (ნეგატიურად 76%)
კითხვაზე – “დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” მონაცემები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით (18-24 წლამდე და 65+ წლის ამომრჩეველი) ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნებას” მხარს 18-24 წლამდე მოსახლეობის 27% უჭერს, ხოლო ოპოზიციას 73%;
65 ზემოთ მოსახლეობაში 48% მხარს ქართულ ოცნებას უჭერს, 52% კი ოპოზიციას.
საინტერესოა კიდევ ერთი მიგნება, რომელსაც Edison Research-ის კვლევაში ვკითხულობთ. ირკვევა, რომ მათი 12%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა ქართულ ოცნებას მისცა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარს გახარიას პარტიას უჭერს.
გასული წლის არჩევნებზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა 4% წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას, 2% ლეიბორისტებს, ასევე, 2% კი ლელოს მისცემდა ხმას.
2020 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა 74% კვლავ მმართველ გუნდს უჭერს მხარს.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს თბილისში, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
- ქართული ოცნება – 32%
- ნაციონალური მოძრაობა – 23%
- გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 12%
- ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება – 9%
- ლელო – 4%
- გირჩი – იაგო ხვიჩია – 4%
- დროა – 3%
- ანა დოლიძე – ხალხისთვის – 3%
- ლეიბორისტული პარტია – 3%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა – 3%
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე – შენს ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” – მოსახლეობის პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნების კანდიდატი – 43%
- ოპოზიციის საერო კანდიდატი – 39%
- გახარიას პარტია საქართველოსთვის კანდიდატი – 18%
Edison research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
საინტერესოა კიდევ ერთი მიგნება, რომელსაც კვლევაში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ.
კითხვას – “თქვენი აზრით, ხდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირების პირადი ინფორმაციის მოსმენა, რათა შემდგომ ჩანაწერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მოხდეს?” – 55% დადებითად პასუხობს, 45% კი ამ დებულებას არ ეთანხმება.