საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაუძვირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის ჯგუფები საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მიუწვდომელია.
ეს მაჩვენებელი 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის ინდექსზე.
ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1%) ქვეჯგუფებზე.
2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან, მარტში ჩაიკეტა. თუმცა მანამდე, 2019 წელს, საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმმა ჯამში ქართულ ეკონომიკას 3.2 მილიარდი დოლარი მოუტანა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.