ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი: უცებ გაბედეს და ერთპარტიული პარლამენტი შემოგვთავაზეს
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო ერთმმართველობაა და არა – დემოკრატია.
მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური სპექტრიდან ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებში გამოცდილი პოლიტიკოსები მონაწილეობენ და ისინი შეძლებენ თავიანთი პოზიციის ნათლად ჩვენებას და გაზიარებას.
ექსპრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლისთვის რიგგარეშე არჩევნები ტარდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომელშიც საპარლამენტო სისტემა და დემოკრატიაა:
“ეს კრიზისია, კრიზისი კი უნდა განიმუხტოს.”
___________________________
● საქართველოს ახალი პარლამენტი მუშაობას იწყებს. ის ერთპარტიული იქნება
● TI: კანონები და გადაწყვეტილებები, რომელთაც ახალი პარლამენტი ვერ მიიღებს
● განხეთქილება ოპოზიციაში: ვინ იქნება პირველი, ვინც პარლამენტში შევა
_____________________________
ამავე ეთერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მძიმედ განიცდის ამ ფაქტს და ეგონა, რომ ერთპარტიულობა საქართველოში ისტორიას ჩაბარდა.
“აქამდე, ერთი მხრივ, ოპოზიცია იყო თავისი მოთხოვნებით, ხოლო მეორე მხრივ, იყო ქართული ოცნება, რომელიც ვაჭრობდა მანდატებით, შევიდოდნენ თუ არა და დაფიქსირდებოდა თუ არა ოპოზიციური მანდატები”.
მისი თქმით, ეს რეალობა დამთავრდა. დღეს უკვე შემდგარია ერთპარტიული პარლამენტი და ამ ძალიან ღრმა დემოკრატიულ კრიზისს მარტივად ვარქმევთ კრიზისს და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ახალი სათაურით.
“რაც შედგა ამ დღეებში, ქართული პოლიტიკური რეალობა, ერთპარტიული პარლამენტი, მე ნამდვილად ნეიტრალურს ვერ მტოვებს.
მეგონა, ერთპარტიულობა ისტორიას ჩაბარდა, უცებ, გაბედეს და შემოგვთავაზეს”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.