კორონავირუსი კავკასიაში. 7-9 აპრილი, 2020
-
მეცხრე გარდაცვლილი და 104 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 71 წლის იყო და მას მძიმე ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 926 მიაღწია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთაგან 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
აზერბაიჯანში გაძლიერებული კარანტინის რეჟიმია დაწესებული. დაკეტილია მეტრო, თუმცა, დადის ავტობუსები. მუშაობა შეჩერებული აქვს საწარმოების, ოფისების, რესტორნებისა და მაღაზიების უმრავლესობას, სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა.
მოსახლეობისგან სახლში ყოფნას მოითხოვენ. 5 აპრილიდან შეზღუდვები წესდება გადაადგილებაზეც – შინიდან გამოსვლამდე, მოქალაქეებმა ამის შესახებ ხელისუფლებას SMS-ით უნდა შეატყობინონ.
კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეებს აჯარიმებენ.
-
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები მოეწყობა
ლენტეხში კორონავირუსით 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დაინფიცირდა. ეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, ლენტეხისა და ცაგერის შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოეწყობა, მოსახლეობას კი კორონავირუსზე თერმოსკრინგის მეშვეობით შეამოწმებენ.
მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ იმყოფებოდა. ახლა ლენტეხში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს. ისინი კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების წრეს ადგენენ.
9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 214 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
-
მეათე გარდაცვლილი და 40 ახალი შემთხვევა სომხეთში
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წლის იყო და რამდენიმე მძიმე ქრონიკული დაავადება აწუხებდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 921-ს მიაღწია.
მათგან 138 გამოჯანმრთელდა.
რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
4 902-მა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
-
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა საქართველოში
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 ადამიანი დაინფიცირდა.
კორონავირუსით ინფიცირების ბოლო ახალი შემთხვევები შიდა გავრცელებას უკავშირდება – ვანში, ქობულეთსა და ლენტეხში.
• ეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.
-
აფხაზეთში, გაგრის რაიონში, მეორე შემთხვევა და კომენდანტის საათი დააწესეს
აფხაზეთში, საკურორტო ქალაქ გაგრაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც იქ კომენდანტის საათის დაწესება მოყვა – საღამოს რვიდან დილის შვიდ საათამდე.
მაცხოვრებლებს ბინიდან გამოსვლა აკრძალული აქვთ და საკვებით მათ ადგილობრივი ხელისუფლება ამარაგებს.
-
105 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში, სულ - 822
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 გამოჯანმრთელდა და 8 გარდაიცვალა.
-
ვანში საგანგებო რეჟიმი მკაცრდება
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შუახნის ქალს covid-19 დაუდასტურდა. ის მაღაზიაში მუშაობდა და გამყიდველი იყო. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. კორონავირუსის შიდა გავრცელების შეჩერების მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელში გამშვები პუნქტი მოეწყობა, მოსახლეობას კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ვანში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ და ისინი იმ ადამიანთა წრეს ადგენენ, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა.
ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინგი ამ დროისთვის უკვე 5000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.
8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 46 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
-
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ბათუმელი ქალის ოჯახის 5 წევრს covid-19 დაუდასტურდა, მათგან ერთ-ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ცენტრი ამ დროისთვის დაკეტილია და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ბათუმში კორონავირუსი 60 წლის ქალს გუშინ დაუდასტურდა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. მედიკოსებმა კორონავირუსზე შეამოწმეს მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. მათგან 5-ს, მათ შორის მის მამას და შვილს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ეპიდემიოლოგებმა გაარკვიეს, 60 წლის ქალის მამა ფილტვების ანთების დიაგნოზით ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
გაირკვა ისიც, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში. იქ ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. სოფელში თვითიზოლაციაში იმყოფება უკვე 14 ადამიანი. დღის ბოლოს, როცა ეპიდემიოლოგები მუშაობას დაასრულებენ, გაირკვევა, გამოცხადდება თუ არა კარანტინი სოფელ გვარაში, სადაც 1089 ადამიანი ცხოვრობს.
-
მეცხრე სიკვდილი სომხეთში და 28 ახალი შემთხვევა
საერთო რაოდენობამ 881 ადამიანი შეადგინა
მათგან 87 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
-
13 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ - 208
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 46 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4,674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი.
-
აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფიცირებული დიდი ხნის განმავლობაში მივლინებით რუსეთში იმყოფებოდა. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გაგრაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
აფხაზეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა და სრულად ჩაკეტა საზღვრები, მათ შორის, საკუთარი მოქალაქეებისთვის.
• მანამდე, ვირუსი გამოუვლინდა გალის რაიონის მცხოვრებს, რომელიც რუსეთიდან სახლში დაბრუნდა
-
საქართველოში covid-19-ით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა
პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის ქალი იყო.
“მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია. პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები,”– განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 39 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
-
მერვე სიკვდილი აზერბაიჯანში და 76 ახალი შემთხვევა
გარდაცვლილი 67 წლის იყო და აზერბაიჯანში წინა გარდაცვლილების მსხგავსად, დიაბეტი ჰქონდა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 717 ადამიანი შეადგინა
მათგან 44 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
-
20 ახალი შემთხვევა სომხეთში, სულ - 853
მათგან გამოჯანმრთელდა 87 ადამიანი, რვა – გარდაიცვალა. გუშინ, 6 აპრილს, სომხეთში მხოლოდ 11 შემთხვევა დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სპეციალისტები ბოლო ორი დღის დინამიკას „ოპტიმისტურად“ აფასებენ. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო, კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ათასი ტესტის ჩატარებას აპირებს.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
-
საქართველოში 7 ახალი შემთხვევა
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 39 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.
• კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა