2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო უნიფორმა დაბრუნდა. ფორმები სახელმწიფომ ჩინურ კომპანიას შეაკერინა და ამაში 45 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
ამ ფორმებს უფასოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველი, მინდობით აღზრდაში ჩართული, ან ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვი მიიღებს. სხვა ყველამ ის უნდა იყიდოს. ერთი კომპლექტის ფასი 95 ლარია.
მთავარი პრობლემა ამ ფორმების ხარისხია. ისინი პოლიესტერის მასალისგანაა შეკერილი. ამიტომ, მშობლების ნაწილმა უარი თქვა, ჩააცვას შვილს ეს ტანსაცმელი.
ამ ანიმაციურ ვიდეოში მოკლედ გიხსნით, რა ვიცით სასკოლო უნიფორმების შესახებ.