აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი საუბრობს მისი სახელით შექმნილ ბოტზე, რომელიც მთავრობას აქებს
გაზიარება
გაზიარება
ინალ ხაშიგი მის სახელს დარქმეულ რობოტზე
ინალ ხაშიგი ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი და გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორია. 2025 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხაშიგი უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა. მან ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელ Telegram-ში მისი სახელით შექმნილია ბოტი, რომელიც აქებს აფხაზეთის მთავრობას, რომელთანაც ჟურნალისტს, რბილად რომ ვთქვათ, რთული ურთიერთობა აქვს.
ინალ ხაშიგმა ამ საკითხთან დაკავშირებით “ჩეგემსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სვეტში ისაუბრა, მისი თქმით, ამ კამპანიის მიზანია პრეზიდენტისადმი სახალხო მხარდაჭერის ილუზიის შექმნა“.
ინალ ხაშიგი: “Telegram-ზე და შესაძლოა სხვაგანაც შექმნეს ბოტი ჩემი სახელითა და ფოტოთი, რომელიც მთავრობის ყველა აქტივობის ქვეშ ღიად აქებს აფხაზეთის ხელისუფლებას.
მსგავსი ბოტები შეიქმნა სხვა ცნობილი აფხაზი ჟურნალისტების სახელებითაც. მაგალითად, ნიზფა არშბა, რომელიც, ჩემსავით, ცოტა ხნის წინ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანეს, ასევე კიდევ ერთი ჟურნალისტის, ელეონორა გილოიანის. და ეს მხოლოდ ის ბოტებია, რომელთა პოვნაც შევძელი. ალბათ, არსებობს სხვა ბოტებიც ცნობილი ადამიანების სახელებით.
არ არის საჭირო იმის გამოცნობა, თუ ვინ დგას ამ ბოტების ქარხნის უკან. ესენი არიან იგივე პოლიტიკური სტრატეგები, რომლებიც აქტიურად ავითარებენ აფხაზეთის საინფორმაციო სივრცეს ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დროიდან.
კერძოდ, მათ:
შექმნეს ანონიმური ფსევდოაფხაზური არხებისა და ჯგუფების მთელი ქსელი Telegram-სა და Facebook-ზე;
მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანეს აფხაზეთის სახელმწიფო მედია;
ერთად აქებენ მთავრობას და ამავდროულად აკრიტიკებენ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს.
ამ საინფორმაციო პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია მისი ზედმეტად აგრესიული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც დაკავშირებულია აფხაზეთის სახელმწიფოს ნამდვილ სუვერენიტეტთან – დამოუკიდებლობის ნებისმიერი გამოვლინება მათ უბრალოდ აგიჟებს.
ახლა, როდესაც ოპოზიცია თითქმის ბოლომდე ჩაიძირა საპრეზიდენტო არჩევნებში წაგების შემდეგ, მთელი ამ კამპანიის მიზანია შექმნას ილუზია, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბადრა გუნბა და პარტია “ერთიანი აფხაზეთი“ საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს.
ასე რომ, ბოტების ქარხანაც იდეალურად ჯდება ამ სცენარში. ისინი ამბობენ: “შეხედეთ, უცხოელმა აგენტებმაც კი, ინალ ხაშიგმა და ნიზფა არშბამ, გააცნობიერეს თავიანთი წინა შეხედულებების შეცდომა და ახლა ხედავთ, რამდენად იცვლება მათ გარშემო ყველაფერი“.
რა თქმა უნდა, ცოტათი აღფრთოვანებული ვარ იმ ყურადღებით, რაც ჩემს მოკრძალებულ “მეს“ მიაქციეს, თუმცა, ეს უბრალოდ პრიმიტიული ბოტია ძალიან შეზღუდული ფუნქციონალურობით.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ უცებ პარტია “ერთიან აფხაზეთს“ შევუერთდი, შეუძლია დაიჯეროს. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ვაცხადებ, რომ ამიერიდან Telegram-ის არცერთ არხზე კომენტარს აღარ დავტოვებ.”