საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი გერმანიის მიერ დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ თანამდებობის პირებისთვის სანქციები დაწესებასა და საქართველო-ევროკავშირის მიმდინარე ურთიერთობას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.
24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციების დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესა.
“თითქმის სამი თვის განმავლობაში ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელისუფლების კურსის საწინააღმდეგოდ პროტესტებს მართავს. ისინი ისევ დგანან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის პირისპირ. დღეს გერმანიამ დააწესა დამატებითი შესვლის აკრძალვები საქართველოს მაღალჩინოსნებზე, რომლებიც დარბევებზე პასუხისმგებლები არიან.” – წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ X გვერდზე.
“გერმანიის მთავრობამ გამოსცა სავიზო აკრძალვები ზოგიერთი ქართველი ინდივიდის მიმართ, ვისაც ჩვენ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.
სანქცირებული პირების სახელებს და გვარებს ჩვენ არ ვასახელებთ, რადგან ჩვენ გვაქვს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც ჩვენ გვიკრძალავს ამ ინფორმაციის გასაჯაროებას.
საქართველოს 2023 წლის დეკემბრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს. ევროკავშირმა ეს სტატუსი საქართველოს მიანიჭა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შეიძლება გასცეს.
თქვენ ეს მოწვევა გაქვთ, მაგრამ გასული ივნისიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ მუშაობა შეჩერებულია, რადგან საქართველო, დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ასე რომ, თქვენ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება.” – განაცხადა ფიშერმა.