Edison Research, SAVANTA, Gorbi - სამი ტელეკომპანიის დაკვეთილი სოციოლოგიური გამოკითხვების ბოლო შედეგები
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, სამმა ტელევიზიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული ბოლო პარტიული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა: ტელეკომპანია ფორმულამ – Edison Research-ის, ტელეკომპანია მთავარმა – SAVANTA-ს, ხოლო ტელეკომპანია იმედმა – Gorbi-ს.
Edison Research-ის კვლევა
ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებია ასეთია:
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
- კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14%
- გახარია – საქართველოსთვის – 11%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
- ლეიბორისტული პარტია – 5%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
- სხვა პარტიები – 1%
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-ის აზრით, სწორი მიმართულებით.
კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.
SAVANTA-ს კვლევა
ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია “მთავარი არხისთვის”, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – ხალხის ძალა – 35%
- კოალიცია ცვლილებისთვის – 19%
- ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 16%
- ძლიერი საქართველო – 9%
- გახარია – საქართველოსთვის – 8%
- გირჩი – 3%
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3%
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 2%
- სხვა – 5%
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით.
იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.
Gorbi-ს კვლევა
სამთავრობო “იმედის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 60.2%
- ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 15.4%
- კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) – 9.0%
- კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქეები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) – 3.3 %
- გახარია საქართველოსთვის – 2.9%
- გირჩი – 2.8%
- ლეიბორისტული პარტია – 2.0%
- პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო – 1.9 %
- სხვა პარტიები – 2.5 %
გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.