91 წლის შუხუზ ნარმანია, ნახევარ საუკუნეზე მეტია, სამეგრელოს საზღვრისპირა სოფლების – კოკის, კახათის, ორსანტიის მთავარი იმედია. ის სოფლის ექიმია – 70 წელი კოკის ამბულატორიის გამგე იყო.
ერთი წელია, რაც გულის ოპერაცია გაიკეთა და სამსახურში ვეღარ დაბრუნდა. თუმცა, საქმეს თავს მაინც ვერ ანებებს – მეზობლებს ახლაც მკურნალობს.
JAMnews-სთან ის იხსენებს, როგორ დადიოდა წლების განმავლობაში ავადმყოფებთან ფეხით, როგორ გადმოჰყავდა ურმით აფხაზეთში დაჭრილი ჯარისკაცები.