80 წლის ლოტბარი ახალციხიდან. ვიდეო
80 წლის ტარიელ ზუმბაძე ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთის“ უხუცესი წევრია. ანსამბლი ახალციხეში 1947 წლიდან არსებობს და დღემდე ყველა ღონისძიების მთავარი მონაწილეა.
უხუცესი ლოტბარი ამბობს, რომ სიმღერის ნიჭი დედისგან გამოჰყვა, ოჯახში შვიდი და-ძმა იყვნენ და ყველა მღეროდა. არ სჯერა, რომ სიმღერა ისწავლება და არც იმ ადამიანების ესმის, ვინც ფიქრობს, რომ ახლა, ამ გაჭირვების დროს, საქართველოში სიმღერის დრო არ არის.