8 მარტიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება
დღეიდან, 8 მარტიდან, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენი შეზღუდვა იხსნება:
კერძოდ:
• სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მასშტაბით ყველა რესტორანს და კაფეს შეეძლება სტუმრების მიღება დახურულ სივრცეში. კაფე-რესტორნები საქართველოში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებს. შაბათ-კვირას ისინი არ იმუშავებს არც დახურულ და არც ღია სივრცეში.
• საქართველოში შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება. ვაქცინა ისევ არ არის
• ამუშავდება საბაგიროები სამთო კურორტებზე. საქართველოს ზამთრის კურორტებზე წლევანდელი სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა, რადგან აქ არ მუშაობდა არც კაფე-რესტორნები, არც საბაგიროები და სასტუმროები.
• გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
• 8 მარტიდან არასასურსათო მაღაზიები, მოლები და ბაზრობები შეძლებენ მუშაობას არა მარტო სამუშაო დღეებში, არამედ შაბათ-კვირასაც.
_____________________________________________________________________
ნოემბრის ბოლოს კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება საქართველოში 25 თებერვლიდან დაიწყო და მთავრობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
15 მარტს დაგეგმილია სპორტული დარბაზების გახსნა, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აუდიტორიებში განახლება.
თუმცა, კვლავ ძალაში რჩება ერთ-ერთი უმთავრესი შეზღუდვა, რომლის მოხსნის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა – კომენდანტის საათი.