8 ახალი შემთხვევა, სულ 156 - კორონავირუსი საქართველოში
4 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 28 გამოჯანმრთელდა.
COVID-19 დაუდასტურდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს. კორონავირუსით არის ინფიცირებული მისი მეუღლეც, რომელიც ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომელია. ერთ-ერთი ვერსიით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი ფულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ის განყოფილება, სადაც დაინფიცირებული ექიმი მუშაობდა, დაკეტილია. ახლა ეპიდემიოლოგები იმ ადამიანთა სიას ადგენენ, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. დაინფიცირებული ექიმი 31 მარტს მორიგე იყო და სამსახურში მუშაობდა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.