წელს დამკვირვებლები საქართველოში თუ საზღვარგარეთ გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე იქნებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, დიდი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიების გვერდით, გაჩნდა ახალი სამოქალაქო კამპანია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ინტერესების მქონე მოხალისეები არჩევნებზე დასაკვირვებლად ტრენინგებს გადიან. ვრცელი სტატია ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.
ამ ვიდეოში მოქალაქე- დამკვირვებლები ჰყვებიან თავიანთ მოტივაციაზე და მისიაზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში აკისრიათ.