საქართველო: კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა, ორი - გარდაცვლილი, 69 - გამოჯანმრთელებული
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
ორი ადამიანი გარდაიცვალა და 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რომ შევაჯამოთ ბოლო მონაცემები, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 4140 პირს დაუდასტურდა,
მათგან 1643 გამოჯანმრთელდა,
24 კი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფია:
227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება. 34 თბილისში, 14 – იმერეთში, 4 გურიაში, 4 რუსთავში, 2 ზუგდიდში, 1 კი დუშეთში გამოვლინდა.
გადრაცვლილი პაციენტები
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
70 წლის მამაკაცი ონკოპაციენტი იყო.
„დღეს, დილის 8 საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3 და 4 სექტემბერს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სამთავრობო საიტი stopcovid. ge ავრცელებს. ჯერჯერობით სხვა მონაცემები არ კონკრეტდება.
სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა:
- 1 სექტემბერი – 23;
- 2 სექტემბერი – 38;
- 3 სექტემბერი – 20;
- 4 სექტემბერი – 28;
- 5 სექტემბერი – 25;
- 6 სექტემბერი – 29;
- 7 სექტემბერი – 34;
- 8 სექტემბერი – 45;
- 9 სექტემბერი – 44;
- 10 სექტემბერი – 57;
- 11 სექტემბერი – 87;
- 12 სექტემბერი – 158;
- 13 სექტემბერი – 152;
- 14 სექტემბერი – 165;
- 15 სექტემბერი – 170;
- 16 სექტემბერი – 196;
- 17 სექტემბერი – 179;
- 18 სექტემბერი – 182;
- 19 სექტემბერი – 187;
- 20 სექტემბერი – 196;
- 21 სექტემბერი – 193;
- 22 სექტემბერი – 218;
- 23 სექტემბერი – 227.