14 მიმართულების გარდა, რეგულარული ფრენების აღდგენა 2021 წლამდე გადაიდო
რეგულარული ფრენების აღდგენა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიდო.
შეზღუდვა ნოემბრის თვის მსგავსად, მხოლოდ 14 მიმართულებას არ ეხება. აქედან ოთხში რეგულარული ფრენები ოქტომბერშიც სრულდებოდა.
შეზღუდვა არ ეხება შემდეგ მიმართულებებს:
● თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
● თბილისი-პარიზი (Air France და აირზენა)
● თბილისი-ვარშავა (Lot)
● თბილისი-ბერლინი (აირზენა)
● თბილისი-ათენი (ეგეოსის ავიახაზები)
● თბილისი-ამსტერდამი (აირზენა)
● თბილისი-ვენა (აირზენა)
● თბილისი-დოჰა (კატარის ავიახაზები)
● ქუთაისი-რიგა (Wizzair -მა შეზღუდვების გამო, ნოემბრის ფრენები გააუქმა და დეკემბრის ბოლოს აპირებს რეისების აღდგენას).
● ქუთაისი-კატოვიცე (Wizzair – ფრენები გაზაფხულზეა დაგეგმილი)
● ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair – შეზღუდვების გამო, დეკემბრის ბოლოს აპირებს რეისების აღდგენას)
● ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair – შეზღუდვების გამო, იანვარში აპირებს რეისების აღდგენას)
● თბილისი-რიგა (Air Baltic -მა ნოემბრის ფრენები გააუქმა, დეკემბრის – ჯერჯერობით ძალაშია)
● თბილისი-მილანი (Ryanair – ჯერჯერობით, ავიაკომპანიას არაფერი უთქვამს ფრენების განახლებაზე და არც ბილეთები იყიდება)
ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. თუმცა მაშინ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით აღდგა.
რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან კომპანიებს – Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას დიდი ხნის განმავლობაში იმ მიზეზით არ აძლევდა, რომ რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, ხელისუფლების აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.
● Wizzairs-ს და Ryanair-ს საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის უფლებას არ აძლევს
საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ღია მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა, ხოლო იმ ქვეყნების უმეტესობამ, სადაც საქართველოს მოქალაქეს შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები საერთოდ ჩაუკეტა.
მოგვიანებით, ევროკავშირმა, საერთოდ ამოიღო საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან და წითელ ზონაში გადაიყვანა.