ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში შესაძლოა, ტრანსპორტისთვის საერთო ბილეთები შემოიღონ.
ეს გულისხმობს ელექტრონული ბარათების დანერგვას, რომლებითაც მგზავრებს ნებისმიერ ადგილას მისვლა და მგზავრობის საფასურის ამ ბარათით გადახდა შეეძლებათ.
„ბარათზე განსაზღვრული იქნება ის თანხა, რომლითაც შესაძლებელი იქნება სამარშრუტო ტაქსითა და ტრანსპორტის სხვა საშუალებებით სარგებლობა – ნებისმიერი მიმართულებით“, – თქვა მისნისტრმა.
მარტიროსიანის თქმით, ამ პროცესმა, შესაძლოა, ტარიფების შემცირება გამოიწვიოს.
მეტროთი, ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური 100 დრამს შეადგენს (დაახლოებით 20 ცენტს), ტროლეიბუსით კი -(10 ცენტს). ახლა მგზავრები მძღოლებს ნაღდ ფულს უხდიან.
მინისტრმა თქვა, რომ სატრანსპორტო სისტემაში გათვალისწინებულია კიდევ რამდენიმე ცვლილება. კერძოდ, ოლქთაშორის მარშრუტებს, რომლებიც ახლა სხვადასხვა კერძო მფლობელს ეკუთვნის, ერთი საერთო ოპერატორი მოემსახურება.