სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში სტრუქტურული ცვლილებები მოხდა. ამის შესახებ სომეხ ჟურნალისტებთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ ვრდან არუტუნიანმა განაცხადა.
1 იანვრიდან დღემდე სამსახურიდან გათავისუფლებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი, თანაც შემცირებები მთელ სტრუქტურაში მიმდინარეობდა, კერძოდ კი – საგადასახადო სამსახურში.
ვარდან არუთუნიანი არ დაეთანხმა იმ ვარაუდს, რომ შემცირებები შტატების გაბერვამ განაპირობა. „უბრალოდ, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურში, დიდი ხანია, სტრუქტურული ცვლილება არ მომხდარა, და ახლა გარკვეული სტრუქტურული გადაადგილებები ჩატარებას ვაპირებთ. დროს უნდა ავუწყოთ ფეხი. ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, და ყველაფერი დღევანდელ რეალიებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ“, – განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელმა.