მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდიონიო ბაქოში ფეხბურთის აკადემიას ხსნის
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის საფერხბურთო კლუბმა „გაბალამ“ ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს ფეხბურთის ბრაზილიელ ვარსკვლავთან რონალდინიოსთან ბაქოში საფეხბურთო აკადემიის შექნის შეასხებ.
პირველი ორი ასეთი აკადემია რონალდინიოს მშობლიურ ქალაქ პორტუ–ალეგრისა (ბრაზილიაში) და დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული ემირატები) მოქმედებს.
კონტაქტს ხელი 15 მარტს დუბაიში მოეწერა. ბაქოში საფრხბურთო აკადემიის ოფიციალური გახსნა 2017წლის 1 სექტემბერს შედგება, – ნათქვამია სპორტული კლუბი „გაბალას“ პრეს–რელიზში
სკოლაში 6 წლის ასაკზე უფროსი ფეხბურთელებისთვის მაღალხარისხიან სათამაშო მოედნებზე ჩატარდება როგორც ფასიანი, ისე უფასო წვრთნები. გათვალსიწინებულია ასევე სხვადასხვა სოციალური საქმიანობაც, აზერბაიჯანის რეგიონებში ვიზიტები,უცხოეთის ქვეყნები, ფეხბურთის საფეხბურთო სკოლები, სემინარები და გაკვეთილები – „რონალდინიოს ენა – პორტუგალიური“.
საფეხბურთო კლუბი „გაბალა“ 1995 წელს დაარსდა და აზერბაიჯანის ჩემპიონატში მონაწილეობს. კლუბის პრეზიდენტი არის საზოგადოება „ევროპა–აზერბაიჯანის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტალე ჰეიდაროვი (საგანგებო სიტუაციების მინისტრის ქამალედინ ჰეიდაროვის ვაჟი).
„ქაბალა“ საკმაოდ წარმატებით წარადგენს აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე, კერძოდ, ზედიზედ ორი წელიწადია, ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირში ხვდება.