ის დრაკონია
“ფსიქოლოგიაში არსებობს ფსიქოდრამის ტექნოლოგია – თუ გსურს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი იყო, ასეთი ხასიათის პერსონაჟი უნდა განასახიერო, თუ გინდა, ნაზი იყო, ნაზი ადამიანის როლი უნდა შეასრულო. ამ გზით ერთგვარი შინაგანი კუნთი მუშავდება.”
რეჟისორი ინდარ ჯენდუბევი წარმოშობით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდანაა. იგი ცნობილი გახდა ფენტეზის სტილის ფილმით “ის დრაკონია”. მცირე ხნის წინათ ჯენდუბაევი აფხაზეთში იმყოფებოდა და ამ ვიზიტის შედეგად გადაწყდა, რომ იგი ახალგაზრდა აფხაზი რეჟისორებისათვის რეგულარულ მასტერკლასებს ჩაატარებს. ამას გარდა, რეჟისორის თქმით, მან საინტერესო წინადადება მიიღო. მას აფხაზეთში ფილმის გადაღებას სთავაზობენ.
“ჯერ მხოლოდ ვფიქრობ ამაზე, რადგან პროექტის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია. ვიცეპრეზიდენტ ვიტალი გაბნიასთან შეხვედრისას ისტორიაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ პროექტი “ანაკოფიის კედლებთან”, რომელიც აქ მუშავდება. კინემატოგრაფიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, იმ დასკვნამდე მივედით, რომ “ანაკოფიის კედლებთან” [რომან პეტროზაშვილის 1983 წლის ნაწარმოები] ჯერჯერობით უბრალოდ ლიტერატურაა და ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღება სერიოზული საქმეა. გადაწყვეტილება რომ მივიღო, ეს წიგნი წაკითხული მაინც უნდა მქონდეს,” – თქვა ინდარ ჯენდუბაევმა.
ინდარ ჯენდუბაევი პირველი პროფესიით ფსიქოლოგია; “პროდაკშნ-ინდუსტრიაში” კომიქსების შემქმნელისა და თეატრალური სპექტაკლების დამდგმელი რეჟისორის გამოცდილებით მივიდა. კინოინდუსტრიაში სამიანობა მან საშტატო ასისტენტობით დაიწყო და საბოლოოდ სრულმეტრაჟიანი ფილმების რეჟისორი გახდა.
ინდარს პროფესიული განათლება არ აქვს და მის მშობლიურ რესპუბლიკაში არც სრულფასოვანი კინოსტუდია არსებობს. ის პირველი აბაზი რეჟისორია. მისი სადებიუტო ფილმი “ის დრაკონია” ფენტეზის ჟანრშია გადაღებული, რაც თავად რეჟისორისთვისაც გასაოცარია.
“ჩემს სამყარიში ფანტასტიკური ფილმები არ არის – არც “ავატარია” და არც “ბეჭდების მბრძანებელი”. “ის დრაკონია” პირველია ამ ჟანრში.”
მოგვიანებით ინდარმა აღნიშნა, რომ ფილმი “ის დრაკონია” სინამდვილეში მხოლოდ ეთნიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას.
“ჩემს ფილმში დრაკონი გოგონას იტაცებს და შემდეგ ცოლად მოჰყავს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უცხოელებისთვის დიდხანს მიწევს ხოლმე იმის განმარტება, რომ მოტაცება სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია და არის ტრადიცია, რომლითაც ყველაფერი იწყება.”
ამ პროექტის პროდუსერად ცნობილი რუსი კინორეჟისორი, ტიმურ ბეკმამბეტოვი მოგვევლინა, რომელთანაც ჯენუბაევი 2011 წელს თანამშრომლობდა. მაშინ მათი ერთობლივი ნამუშევარი იყო ფილმი “პრეზიდენტი ლინკოლნი – ვამპირებზე მონადირე”.
ინდარ ჯენდუბაევი ჰოლივუდში ოთხ წელიწადს საქმიანობდა. ამჟამად ის რეჟისორად მუშაობს რუსულ სტუდიაში BAZELEVS, რომელიც რუსეთში ვიდეორეკლამებისა და მხატვრული ფილმების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია (ეს სტუდია ტიმურ ბეკმამბეტოვმა დააარსა).
ახლახან ინდარ ჯენდუბაევმა თავისი პროექტის (“ის დრაკონია”) მეორე ნაწილზე დაიწყო მუშაობა. ამჯერად სამუშაო ადგილად მან ჩინეთი აირჩია.
მისი თქმით, ფილმის პირველი ნაწილი იქ ძალიან კარგად მიიღეს – სურათის “პირატული” ვერსია, რომელიც ერთ-ერთ ჩინურ ვებგვერდზე განათავსეს, 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ინდარ ჯენდუბაევი ამბობს, რომ მან თავისთვის აფხაზეთი მხოლოდ “ახლა აღმოაჩინა”, მაგრამ აქ უცხოობას არ გრძნობს. როგორც ჩანს, ეს გასაკვირიც არ არის – აფხაზები და აბაზები მონათესავე ხალხები არიან და, იმდენად ახლო ნათესავებად მიიჩნევიან, რომ აფხაზური კანონმდებლობით, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, ეთნიკური აფხაზების გარდა, მხოლოდ აბაზებს შეუძლიათ მიიღონ ავტომატურად.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 06.10.2016